დალიეთ და დაიკელით წონა! 5 ოქროს რეცეპტი, რომელიც წვავს ზედმეტ კილოგრამებს.
ადამიანების უმრავლესობა ლამაზი სხეულის მოპოვების მცდელობების დროს საკუთარ ჯანმრთელობას ძალიან დიდ ზიანს აყენებს. სინამდვილეში, წონის დასაკლებად და ცხიმოვანი ფენების მოსაშორებლად არა შიმშილი და მკაცრი დიეტებით საკუთარი ჯანმრთელობის მოსპობა, არამედ ბალანსირებული კვებაა საჭირო.
წონის დაკლება ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესია, რომელიც აუცილებლად უნდა დაიწყოს ორგანიზმის გაწმენდითა და მისი გაძლიერებით. საბედნიეროდ, არსებობს მრავალჯერ შემოწმებული და ძალზედ ეფექტური მეთოდები, რომელთა დახმარებით შესაძლებელია წონის კლების პროცესის დაჩქარება და ამის პარალელურად ორგანიზმის მომარაგება საჭირო საკვები ნივთიერებებით.
წონის დაკლების ჯანსაღი გზა
დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე საოცრად სასარგებლო რეცეპტს, რომლის დახმარებითაც წონის დაკლება გაცილებით მარტივია.
სტატიაში წარმოდგენილი 5 პროდუქტი ძალზედ ეფექტურია არა მხოლოდ წონის დასაკლებად, არამედ ორგანიზმის გასაწმენდად. ამოარჩიეთ თქვენთვის სასურველი კოქტეილი და შეუდექით საკუთარ თავზე ზრუნვას დღეიდანვე. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის, ისინი მადლიერები დარჩებიან.

- ჭარხლის წვენი
შეურიეთ ერთმანეთში 1 ჭარხლის წვენი, 2 ვაშლის წვენი და 4 ნიახური. ბლნედერის გამოყენებით მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა მოცემული ინგრედიენტებისგან. მიირთვით მომზადებული მასა 1 სუფრის კოვზის ოდენობით ყოველ დილას და საღამოს, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. ეს ნარევი ააქტიურებს ორგანიზმის გაწმენდის პროცესს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს. - ჯანჯაფილი
ჯანჯაფილი საოცრად სასარგებლო პროდუქტია, რომელიც ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა. ეს პროდუქტი ეფექტურად ებრძვის კუჭის გაღიზიანებას, გაცხიმოვნებას, ართრიტსა და სხვა სერიოზულ დაავადებებს.
გაასუფთავეთ კანისგან 50 გრამი ჯანჯაფილის ფესვი და დააქუცმაცეთ ის. დაასხით დაქუცმაცებულ ჯანჯაფილს 1 ლიტრი ცხელი წყალი, მიიყვანეთ ნარევი დუღილამდე და ხარშეთ ის 10 წუთის განმავლობაში. გაგრილებულ ნახარშში ჩაამატეთ 3 სუფრის კოვზი ასკილის სიროფი. მიიღეთ ეს საშუალება 150 მილილიტრის ოდენობით ყოველი ჭამის წინ. ახალი დღისთვის თქვენ უნდა დაამზადოთ ახალი ულუფა. - ლიმონის წვენი
ლიმონის წვენი ძალზედ სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. 1 საშუალო ზომის ლიმონი შეიცავს C ვიტამინის დღიური ნორმის მესამედს. გარდა ამისა, ეს ციტრუსი მდიდარია მაგნიუმით, სპილენძით, თუთიითა და რკინი.
200 მილილიტრ წყალში ჩაამატეთ 2 სუფრის კოვზი ლიმონის ახლადგამოწურული წვენი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 მწიკვი დაფქული ჯანჯაფილი. მიღებული სასმელი მიირთვით საუზმობამდე 30 წუთით ადრე. - ვაშლის წვენი
ვაშლის წვენი სხვა ყველა ნატურალურ პროდუქტზე უკეთ წმენდს სისხლს. სასმელი, რომლის დამზადების რეცეპტსაც ახლა გთავაზობთ, არაჩვუელებრივია ორგანიზმის გასაწმენდად და წონის კლების პროცესის დასაჩქარებლად.
დააქუცმაცეთ 1 საშუალო ზომის ვაშლი, დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი. ეს სასმელი გვეხმარება სინაყრის განცდის ხანგრძლივი დროით შენარჩუნებაში და მადის ჩახშობაში. - ციტრუსების წვენი
მატონიზირებელი სასმელი, რომელიც მზადდება 1 ფორთოხლის, 1 ლიმონისა და 1 სტაფილოს წვენისგან, განაზავეთ 100 მილილიტრი მინერალური წყლით და გემრიელად მიირთვით, რათა აავსოთ თქვენი ორგანიზმი ენერგიით. მიიღეთ ეს უგემრიელესი კოქტეილი სადილობამდე 30 წუთით ადრე, რათა შეავსოთ ორგანიზმში C ვიტამინის, კალციუმის მარაგი და დააჩქაროთ წონის კლების პროცესი.