აირჩიეთ ოცნების ავტომობილი და გაიგეთ, როგორი ცხოვრებისკენ მიილტვით სინამდვილეში
ავტომობილი, დიდი ხანია, ფუფუნების საგნიდან ბანალურ საჭიროებად იქცა. იმის მიხედვით, თუ ადამიანი როგორ მანქანას ირჩევს, შესაძლებელია მისი დახასიათება. შეხედეთ მოცემულ ავტომობილებს. რომელს აირჩევდით?
თუ აირჩიეთ...
ავტომობილი #1
ქვეცნობიერად ფუფუნებისკენ მიილტვით. როდესაც რაიმე ნივთს არჩევთ, ყურადღებას არამხოლოდ სილამაზესა და მოხერხებულობას, არამედ, სტატუსსაც ანიჭებთ. გსურთ, რომ ადამიანები ხვდებოდნენ, თუ რა მაღალი შემოსავალი გაქვთ, ამასთან, ყველაფერს დასანახად არ გამოჰფენთ. არავითარი მყვირალა ბრენდები, ცხოვრობთ პრინციპით ”მოკრძალებულად, მაგრამ გემოვნებით”. ცოტათი კონსერვატიული ხართ, როდესაც ცხოვრების გარკვეულ წესს ეჩვევით, მისი შეცვლა გიძნელდებათ.
ავტომობილი #2
მუდამ ახალგაზრდა ხართ შინაგანად. თუნდაც შემოქმედებით სფეროში არ იყოთ დაკავებული, კრეატიულობას ავლენთ ყველაფერში. ტანსაცმელში ყურადღებას აქცევთ კომფორტულობას. აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია გაგაჩნიათ. თქვენს ირგვლივ მუდამ უამრავი ადამიანი ირევა, თუმცა, ხანდახან მარტო ყოფნის სურვილი გიჩნდებათ. ამ დროს აღიდგენთ ძალებს და კვლავ უბრუნდებით ჩვეულ რიტმს.
ავტომობილი #3
ოჯახის მოყვარული ადამიანი ხართ. უკვე ბავშვობიდანვე ოცნებობთ დიდ ოჯახზე და ბევრ შვილზე. საკმაოდ ეკონომიური ხართ და ფულის ფლანგვა არ გიყვართ. მეგობრებს თავს დაჰფოფინებთ. მათ თქვენგან ხშირად ესმით ფრაზები: ”უქუდოდ რატომ ხარ?” ”ჭამე დღეს?”. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა გაგაჩნიათ, მუდამ პუნქტუალური და ყურადღებიანი ხართ. თქვენი ნდობა მუდამ შეიძლება.
ავტომობილი #4
უბრალოება - სიტყვა, რომელიც მუდამ თან გდევთ ცხოვრებაში. დარწმუნებული ხართ, რომ ბედნიერებისთვის დიდი ქონება საჭირო არ არის. მთავარია, ახლობლები იყვნენ ჯანმრთელად, დანარჩენი - იქნება. არ ხართ ამბიციური და პრეტენზიული. ოპტიმიზმი გეხმარებათ ყველაფრის მიუხედავად კეთილი გული შეინარჩუნოთ. ბევრი მეგობარი გყავთ, ზოგიერთი მათგანი კი თქვენს გამოყენებას ცდილობს. იყავით ყურადღებით და ნუ დაისვამთ ყველას თავზე.
ავტომობილი #5
ყურადღების ცენტრში გიყვართ ყოფნა, მუდამ უზადოდ ხართ ჩაცმული და თქვენი იერსახე უბრალოდ ყვირის სიძვირეზე. ყველამ უნდა იცოდეს, რომ გაქვთ საშუალება, ძვირად ღირებული ნივთები შეიძილნოთ. ცოტათი ეგოისტი ხართ, მეგობრებს მატერიალური თვალსაზრისით ირჩევთ. გიყვართ სხვადასხვა წვეულებები, სადაც საკუთარი თავის დემონსტრირებას მოახდენთ.
ავტომობილი #6
კონსერვატორი - თქვენი მეორე სახელია. გიჭირთ ჩვეული რამეების შეცვლა. კომფორტი და სანდოობა თქვენთვის უპირველეს ყოვლისაა. საკმაოდ პუნქტუალური და პასუხისმგებლიანი ხართ. არ გიყვართ ხმაურიანი წვეულებები, ოჯახურ გარემოს ანიჭებთ უპირატესობას. თავდაჯერებულობაც არ გაკლიათ, თქვენი წონასწორობიდან გამოყვანა იოლი არ არის.