მედიკამენტთა სია, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ, თუ შინ ბავშვები გყავთ!

მედიკამენტთა სია, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ, თუ შინ ბავშვები გყავთ!
სააფთიაქო ყუთი - ნებისმიერი საცხოვრებლის მნიშვნელოვანი ატრიბუტია. სწორედ იგი გვევლინება ხსნად პირველადი დახმარების საჭიროებისას. განსაკუთრებით, თუ სახლში ბავშვები გვყავს. ჩვენმა რედაქციამ გაითვალისწინა ცნობილი ექიმების რჩევა და გვსურს გაგიზიაროთ თქვენც.
შინაური სააფთიაქო ყუთი
ინსტრუმენტები და დამხმარე მასალები
  • მაკრატელი
  • ბამბა
  • ბაქტერიციდული პლასტირი
  • სტერილური მარლა
  • ჟგუტი
  • ერთჯერადი შპრიცები


პრეპარატები
  • სიცხის დამწევი საშუალებები
  • საშუალება პერორალური რეგიდრატაციისთვის
  • სისხლძარღვების შემავიწროვებელი პრეპარატები
  • ანტიალერგიული პრეპარატები
  • გლიცერინის სანთლები
  • დამწვრობის საწინააღდეგო საშუალებები
  • ანტისეპტიკის ხსნარი

ეს გახლავთ საერთო ჩამონათვალი, რაც უნდა შედიოდეს საბავშვო სააფთიაქო ყუთში. ყველა პრეპარატი დამოკიდებულია ასაკზე და იმაზე, თუ როგორ იტანს ამა თუ იმ პრეპარატს თქვენი ბავშვი. რა თქმა უნდა, ეს გახლავთ პირველადი დახმარების საშუალებები. თუ ბავშვი ავად გახდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

მეტი სასარგებლო რჩევა იხილეთ ვიდეოში: