როდესაც ასაკი არ გაფერხებს! 70 წლის ჩინელმა პენსიონერმა ძელზე ცეკვები აითვისა!

როდესაც ასაკი არ გაფერხებს!  70 წლის ჩინელმა პენსიონერმა ძელზე ცეკვები აითვისა!
სწორედ ასეთი ადამიანების წყალობით ვხვდებით, რომ ცხოვრება ნებისმიერ ასაკში მშვენიერია და ყველაფერი მხოლოდ ჩვენს სურვილებზეა დამოკიდებული!
5-წლიანი ვარჯიშის შემდეგ ჩინელმა დაი დალიმ ძელზე ცეკვის ხელოვნების მწვერვალს მიაღწია! 70 წლის ქალმს პენსიაზე გასვლის შემდეგ ცხოვრების ხალისი არ დაუკარგავს. ტონუსის შესანარჩუნებლად, იგი ძელზე ცეკვებით არის დაკავებული. აქამდე უამრავი სხვა ცეკვა სცადა, მაგრამ მისი თქმით, სწორედ ძელზე ცეკვა არის ”მისი”.

დაი დალიმ შოუ ”ნიჭიერის” ჩინურ ანალოგში Amazing Chinese მიიღო მონაწილეობა, გარდა ამისა, ძელზე ცეკვების ნაციონალირ ჩემპიონატში თავისი ასაკის კატეგორიაში პირველი ადგილი აიღო.

მისი აზრით, ასაკი არ გახლავთ შემაფერხებელი ფაქტორი ამ საქმეში. აღსანიშნავია, რომ ძელზე ცეკვები დიდი ხანია, სტრიპტიზ-კლუბების ატრიბუტი არ არის და სპორტის დამოუკიდებელ სახეობად იქცა.

Pole dance - ცეკვის სახეობაა, სადაც შემსრულებელი 1 ან 2 ძელის გარშემო გამოდის, უთავსებს ქორეოგრაფიულ, სპორტული გიმნასტიკისა და აკრობატიკის ელემენტებს. ეს სახეობა 10 წელია ვითარდება და უკვე იწარმოება მოლაპარაკებები, მისი ოლიმპიური სპორტის სახეობებში ჩასაწერად.

ავ ვიდეორგოლში ჩინელი პენსიონერი წარმოუდგენელი პლასტიკისა და არტისტიზმის ნიჭს ავლენს. მისი ფიზიკური ფორმა კი ნამდვილად სამაგალითოა!

უყურეთ და დატკბით! ის ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას!