დაუფიქრებლად აირჩიეთ ერთი კარტი და გაიგეთ, რა გელით მთელი ამ თვის განმავლობაში!

იანვრის დღესასწაულები მიიწურა, დაგვრჩა ზამთრის მხოლოდ ერთი თვე! ამ მშვენიერ ამბავთან დაკავშირებით, გთავაზობთ გაიაროთ პატარა ტესტი და გაიგოთ, როგორ გაატარებთ ამ თვეს.

აირჩიეთ კარტი და იხილეთ პასუხები:


კარტი #1


დაუფიქრებლად აირჩიეთ ერთი კარტი და გაიგეთ, რა გელით მთელი ამ თვის განმავლობაში!

მოემზადეთ ცვლილებებისთვის. ნუ შეგეშინდებათ ძველი კარის მიხურვა და ახალი მიმართულების აღება. ნუ შეგაშინებთ სირთულეები. წარმოიდგინეთ, რომ შიში - ეს შავბნელი ძალაა, რომელიც ხელს გიშლით მიზნების მიღწევაში. ენდეთ საკუთარ თავს, გახდით ცოტათი ეგოისტი - ჯანსაღი ეგოიზმი ნამდვილად არ გავნებთ.

კარტი #2



ნუ დააჩქარებთ მოვლენებს, მოიკრიბეთ მოთმინება და იყავით დარწმუნებული, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. თებერვალი - ემოციური თვეა თქვენთვის, ამიტომაც ეცადეთ წვრილმანებზე არ იდარდოთ. ხშირად ისეირნეთ, მოუსმინეთ მუსიკას და მოდუნდით.

კარტი #3



დროა, გადახედოთ საკუთარ ცხოვრებას. თუ გრძნობთ, რომ ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს, გახსოვდეთ, ყველაფრის შეცვლა შეგიძლიათ. დაიწყეთ წვრილმანებით: შეიცვალეთ მარშრუტი, რომლითაც სახლში ბრუნდებით. გაემგზავრეთ მეზობელ ქალაქში უქმე დღეებზე ან ეწვიეთ ახალ კაფეს. ყველაფერი თქვენს ხელთაა. ირგვლივ უამრავი შესაძლებლობაა, საკმარისია ფართოდ გაახილოთ თვალები.