მკითხაობა ”ნოსტრადამუსის წრე”. მიიღეთ პასუხი ნებისმიერ კითხვაზე

მკითხაობა ”ნოსტრადამუსის წრე”. მიიღეთ პასუხი ნებისმიერ კითხვაზე
მსოფლიოში განთქმული ფრანგი წინასწარმეტყველის, მიშელ დე ნოსტრადამუსის სახელი იდუმალებითა და გამოცანებით არის აღსავსე. მისი წინასწარმეტყველებები საოცარი სიზუსტით ხდება. მკითხაობა ”ნოსტრადამუსის წრე” დაგეხმარებათ მიიღოთ პასუხი ნებისმიერ კითხვაზე.

ამისათვის, გონებაში მოახდინეთ კონცენტრაცია საკითხზე, რომელზეც პასუხი გაინტერესებთ. და ჩაიფიქრეთ რიცხვი 1-დან 17-მდე. ან უბრალოდ, მაუსის კურსორი მიიტანეთ წრეში არსებულ ნებისმიერ ციფრზე.

იხილეთ პასუხები

  1. დიახ. მოთმინები წყალობით წარმატებას მიაღწევთ. მოუსმინეთ ახლობლების რჩევებს და საკუთარ ინტუიციას.
  2. დიახ. უახლოეს მომავალში მოხდება რაღაც, რაც ძალიან გაგახარებთ.
  3. დიახ. წარმატება გიახლოვდებათ. დატკბით ცხოვრების კარგი პერიოდით და მიიღეთ მაქსიმუმი.
  4. ნუ დააჩქარებთ მოვლენებს. შესაძლოა სირთულეები შეგხვდეთ. ცდებით, ამიტომ აწონდაწონეთ ინფორმაცია, რომელსაც ფლობთ.
  5. ნუ ეცდებით პრობლემის გადაწყვეტას, რომელიც ჯერჯერობით არ არსებობს. მოდუნდით და გაერთეთ.
  6. ძალიანაც ნუ მიენდობით ადამიანებს, არაკეთილმოსურნეები გყავთ ირგვლივ. სიფრთხილე გმართებთ.
  7. მხოლოდ სხვისი დახმარებით მიაღწევთ სასურველს. მიმართეთ რჩევისთვის ახლობლებს.
  8. მიენდეთ ინტუიციას და ყველაფერი გამოგივათ. საჭიროა მხოლოდ ძალისხმევა.
  9. უფრო დიახ, ვიდრე - არა. ბედი გწყალობთ და სასურველი იმაზე სწრაფად მოხდება, ვიდრე გგონიათ.
  10. დიდი ალბათობით - არა. თავდაუჯერებელი ხართ, გარშემომყოფები ეჭვიან და ჩაკეტილ ადამიანად მიგიჩნევენ.
  11. მოქმედების დრო დადგა. გამოიჩინეთ ინიციატივა და ყველაფერი გამოგივათ.
  12. ხანდახან ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. მაგრამ გვერწმუნეთ, ეს უკეთესიცაა.
  13. დაფიქრდით, მზად ხართ თუ არა ამისთვის? ეჭვები გღრღნით, ამიტომაც პასუხიც მყარი ვერ იქნება.
  14. სირთულეები მხოლოდ განამტკიცებენ წარმატებას. არ დანებდეთ და სასურველს აუცილებლად მიაღწევთ.
  15. დიახ. შემთხვევითობა არ არსებობს. თქვენი მიზანი უკვე ახლოსაა, ამიტომაც, ნუ შეშინდებით და იმოქმედეთ.
  16. შიშებითა და ეჭვებით ხართ შეპყრობილი. მოიცილეთ ნეგატივი და გაეხსენით სამყაროს და მაშინ მიხვდებით, რა გსურთ სინამდვილეში.
  17. წარმატება თქვენს მხარესაა, თქვენზე უკვე არაფერია დამოკიდებული. ელოდეთ, ბედნიერება მალე გეწვევათ.