სახის კანის 7 მასაჟი, რომელიც 40 წლის შემდეგ ყველა ქალმა უნდა გაიკეთოს!
40 წლის შემდეგ ეპიდერმისი იმდენად არის გაუხეშებული, რომ კრემების შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებები, მარტივად რომ ვთქვათ ვეღარ ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს. სამწუხაროდ, უნდა ითქვას რომ კანის ზედაპირის ასაქერცლად საჭირო საშუალებები, მაღაზიებში საერთოდ არ იყიდება. ქალების უმრავლესობა კი ვერ ახერხებს კოსმეტოლოგთან სისტემატიურად სიარულს. ერთადერთი ეფექტური საშუალება, რომელსაც ნებისმიერ დროს შეგვიძლია მივმართოთ, არის მასაჟი.
მასაჟის დაწყების წინ სახეზე, ღაბაბსა და ყელზე, წაისვით დამარბილებელი კრემი. ახლა კი დავიწყოთ:
მასაჟის დაწყების წინ სახეზე, ღაბაბსა და ყელზე, წაისვით დამარბილებელი კრემი. ახლა კი დავიწყოთ:
- შუბლზე 4 - 5- ჯერ გადავისივათ ჯერ ხელისგულები, შემდეგ თითები. ხელები ვამოძრაოთ შუბლის შუა ნაწილიდან საფეთქლებისაკენ შემდეგ ზელვა გავაგრძელოთ წარბებიდან თმის ძირებისაკენ ე.ი. ქვემოდან ზემოთ.
- რბილი წრიული მოძრაობებით ვიზელთ ცხვირს, ფუძიდან ნესტოების მიმართულებით, ზემოდან ქვემოთ.
- ლოყები უნდა დავიზილოთ ზედა ტუჩიდან ყურის მიმართულებით.
- სახის ქვედა ნაწილს და ნიკაპსაც ასევე ვიზელთ ყურების მიმართულებით.
- ტუჩების გარშემო კუნთებს ვიზელთ საჩვენებელი თითებით, ზედა ტუჩს შუა ნაწილიდან, ტუჩების კიდეებისკენ. შემდეგ უკან ტუჩების კიდეებიდან ქვედა ტუჩის შუა წერტილისაკენ. - სპირალური მოძრაობებით.
- საჩვენებელი, შუა და არათითის დარტყმითი მოძრაობებით ვიტარებთ თვალის ირგვლის მასაჟს. შემდეგ საჩვენებელი თითის წრიული მოძრაობებით ვიზელთ, ქვედა ქუთუთოს საფეთქლისკენ და ზედა ქუთუთოს ცხვირისკენ.
- ყელის მასაჟს ვიტარებთ ქვემოდან ზემოთ წრიული მოძრაობით. მასაჟი გაცილებით უფრო ეფექტური იქნება, თუ ბოლოს ნიღაბს გავიკეთებთ.
ავიღოთ 1ს/კ ხაჭო, 1 ჩ/კ თაფლი და 2 კვერცხის ცილისგან, წინასწარ მომზადებული ბეზე. მიღებული მასა წავისვათ სახესა და ყელზე, თვალებზე დავიდოთ ჩაის ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონი და თხუთმეტ წუთს ვიყოთ მწოლიარე მდგომარეობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ ნიღაბი ჩამოვიბანოთ.