5 დღეში 5 კილოგრამის დაკლება შესაძლებელია, თუ ყოველდღიურად ამ ჩაის მიირთმევთ!

5 დღეში 5 კილოგრამის დაკლება შესაძლებელია, თუ ყოველდღიურად ამ ჩაის მიირთმევთ!
ოხრახუში საკმაოდ ხშირად გამოიყენება არა მხოლოდ კერძებისთვის სასიამოვნო არომატის მისანიჭებლად, არამედ ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლადაც. ეს შარდმდენი პროდუქტი ძალზედ ეფექტურია საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ და თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად.

ოხრახუშის ჩაი - სასმელი, რომელსაც წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა აქვს ადამიანის ორგანიზმზე. გაითვალისწინეთ რეკომენდაციები, რომელთაც დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ, რათა დააჩქაროთ წონის კლების პროცესი და გამოდევნოთ ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე.

მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:
  • 5 პატარა კონა ოხრახუში;
  • 1 ლიტრი წყალი.

ინსტრუქცია:

დააქუცმაცეთ ოხრახუში და დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი. მიღებული ნარევი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. მას შემდეგ რაც ნარევი გაგრილდება, გაფილტრეთ ის.

მიღებული სითხე მიირთვით მთელი დღის განმავლობაში მცირე ულუფებით. როგორც ვახსენეთ, ოხრახუში ძლიერი შარდმდენი საშუალებაა, რომელიც გამოდევნის ჩვენი ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს, ტოქსინებსა და წიდებს. ოხრახუშის ჩაის დახმარებით თქვენ საგრძნობლად დააჩქარებთ წონის კლების პროცესს. 5 დღიანი კურსის შემდეგ აუცილებელია 2 კვირით შესვენების გაკეთება. კურსის ჩატარების პარალელურად მაქსიმალურად შეეცადეთ ჯანსაღ კვებაზე გადასვლას და ყოველდღიურად მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშების შესრულებას.