შესანიშნავი სამეული: ყველაზე ჭკვიანი ქალების ტოპ-3 ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

შესანიშნავი სამეული: ყველაზე ჭკვიანი ქალების ტოპ-3 ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ამბობენ, მამაკაცებს ჭკვიანი და თავდაჯერებული ქალების დანახვისას სუნთქვა ეკვრებათო. ცოტა ვინმეს თუ მოსწონს ასეთი ქალები, უფრო ის მოსწონთ, რომ მათ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, შეუძლიათ მათ აზრი ჰკითხონ და საზპგადოებაში გამოჩენაც არ შერცხვებათ. თუმცა, ასეთ ქალებს მინუსებიც გააჩნიათ, რაც პარტნიორებისადმი დიპლომატიურ მიდგომაში გამოიხატება. ასტროლოგები ასევე ამბობენ, რომ ჭკვიანი ქალები მამაკაცების მსგავსად აზროვნებენ და ამასთან საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს.

ვერძი


ქალ-ვერძებს საკმაოდ უმარტივდებათ ლიდერი პოზიცის დაკავება, რაც მამაკაცის თავმოყვარეობას ლახავს. ძალიან ამტანები არიან და უდიდესი ცხოვრებისეული პოტენციალი გააჩნიათ. ეჭიდებიან ურთულეს საქმეებს. საკმაოდ აგრესიულები არიან გარშემომყოფების მიმართ, ვერ იტანენ უსამართლობას და ცდილობენ სიტუაციის გამოსწორებას. სწამთ, თუ ოდნავ მაინც გამოავლენენ სისუსტეს, საზოგადოებრივი აზრის წნეხის ქვეშ მოექცევიან და გატყდებიან. ამას კი ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუშვებენ.

მორიელი

მორიელი - ქალურობა მამაკაცის თვისებებით. მან დაბადებიდან იცის, რომ სხვა ქალებს არ ჰგავს. მიიჩნევს, რომ ცხოვრება გაცილებით მარტივია, მიუხედავად უამრავი მზაკვრობისა. მათ მაღალი ინტუიცია გააჩნიათ, რასაც წარმატებით იყენებენ - ადამიანს ”რენტგენში” ატარებენ და წინასწარ ხვდებიან განზრახვებს. ქალი-მორიელი შურისმაძიებელია და რაც მთავარია, დანაკარგებს ვერ იტანს.

თხის რქა


ქალი-თხის რქა ბავშვობიდან ძალიან მშვიდი და სერიოზულია. მისი საურთიერთობო წრე ძალძედ ვიწროა და უბრალო მოკვდავს მასში მოხვედრის შანსი არ აქვს. კარგად უგებს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. შესანიშნავად აკონტროლებს ემოციებს, არასოდეს წამოიწყებს კონფლიქტებს. ბუნებამ განსაკუთრებული სიჯიუტით დააჯილდოვა, ამიტომ ნებისმიერი მამაკაცის წონასწორობიდან გამოყვანა შეუძლია, მიუხედავად ზოდიაქოს ნიშნისა.