ვინ დაიმსახურა ყველაზე მგზნებარე და ვნებიანი საყვარლის წოდება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ვინ დაიმსახურა ყველაზე მგზნებარე და ვნებიანი საყვარლის წოდება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ასტროლოგიაში ნებისმიერ კითხვაზე მოიძებნება პასუხი. ინტიმური ცხოვრებაც გამონაკლისი არაა. ასტროლოგია დაგეხმარებათ სექსუალური ცხზოვრების ყველაზე იდუმალი ასპექტების ამოხსნაში და იდეალური პარტნიორის მოძებნაში.

ვერძი

ამ ნიშნის წარმომადგენლებს ინტიმურ საკითხებში პირველობა ეკუთვნით. ვერძების სისუსტე გახლავთ კოცნა. მგზნებარე და ვნებიანები, უბადლო საყვარლები, ისინი მიჩვეული არიან ყველაფრის გაკონტროლებას და მთლიანად თავიანთ სურვილებში გადაშვებას.

კურო

გართობის დიდი მოყვარულები, პროცესის დამფასებლები, კუროები ხანგრძლივ სექსს ანიჭებენ უპირატესობას, სადაც ემოციების მთელ სპექტრს განიცდიან. კუროს ამაღელვებელი ხმის ტემბრი ნებისმიერს ჭკუიდან გადაიყვანს. ეს გახლავთ ნიშანი, რომელსაც დომინირება უყვარს.

ტყუპები

ეს გახლავთ წარმოუდგენელი საყვარლები, რომლებიც მხოლოდ ერთი შეხებით აგიჟებენ. მათი ფლირტის ხელოვნება კი გაოცებას იწვევს. თუ თქვენი საყვარელი ტყუპებია, საწოლში ნამდვილად არ მოიწყენთ. ტყუპები სპონტანურობის მოყვარულები არიან და საქმეს შემოქმედებითად უდგებიან.

კირჩხიბი

ყველაზე მგრძნობიარე ნიშანი. ნაზი და ემოციური, ყველაფერი უხეშისა და ვულგარულის მოწინააღმდეგე. კირჩხიბის მოსაპოვებლად, ბევრი უნდა ეფეროთ. იგი მუდამ ღრმა ურთიერთობისკენ მიისწრაფის და ყველაფერს აკეთებს პარტნიორის დასაკმაყოფილებლად.

ლომი

როდესაც საქმე სილამაზეზე, ყურადღებასა და კომპლიმენტებზე მიდგება, პირველ რიგში აქ ლომი აღმოჩნდება. ამ ნიშნის წარმომადგენლები დიდი ესთეტები არიან, სწორედ მათთან შეიგრძნობ სიყვარულის გემოს. ვნება შიგნიდან ღრღნით მათ, მიისწრაფვიან დრამისკენ და ვნების ვულკანისკენ.

ქალწული

ქალწულები გამოუსწორებელი რომანტიკოსები არიან, მათთვის ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, ნებისმიერ წვრილმანსაც. ქალწულს სინაზით, რომანტიკული ვახშმებითა და წერილებით მოთაფლავთ. მას მუდამ უნდა ეფერო და დაკოცნო , პრელუდია მისთვის მთავარია.

სასწორი

სასწორისთვის ინტიმური მხარე მუდამ პირველ ადგილზეა. ურთიერთობები გრძნობებითაა გამყარებული. ბუნებრივობის მომხრეა, სენტიმენტალური და რომანტიკული. ზრუნავს პარტნიორზე და უყვარს ექსპერიმენტები.

მორიელი

მორიელისკენ ყველა ქალი მიისწრაფვის, ეს გახლავთ უდავოდ ყველაზე სექსუალური ნიშანი. საოცრად მომხიბვლელია, მუდამ იცის რა სურს პარტნიორს. იყავით მზად, რომ საწოლში ის გაუმაძღარია.

მშვილდოსანი

ყველაზე არაორდინალური ნიშანია, რომელთანაც ნამდვილად არ მოიწყენთ. მშვილდოსანს კომპლექსები არ აწუხებს, არ ეშინია ექსპერიმენტების და მიესალმება სიახლეებს. ასეთ პარტნიორებს სანდოს ვერ უწოდებ, მათ დამოუკიდებლობა უყვართ.

თხის რქა


თხის რქისთვის სიყვარული და ინტმური სიახლოვე გაიგივებულია. როცა მის ნდობას მოიპოვებთ, მაშინ იხსნება ბოლომდე. მასთანფრთხილად და ნელა უნდა იმოქმედო. მოთმინებისთვის კი ჯილდოდ ძალიან ვნებიან პარტნიორს მიიღებთ.

მერწყული

ამ ნიშნის წარმომადგენლები პირველ რიგში სულიერებას აფასებენ. არ არიან დიდად მომთხოვნი ლოგინში, ხშირად პარტნიორის ზეგავლენის ქვეშ ექცევიან. ეს ნიშანი არ უხდება ქალებს, რომლებიც მამაკაცისგან ელიან ინიციატივის გამოვლენას.

თევზები


თევზებს სტაბილურობა და სიმშვიდე უყვართ. ეს ნიშანი უხდება აქტიურ ქალებს, რომლებსაც შეუძლიათ პარტნიორის მიბიძგება ქმედებებისკენ. ძალიან ემოციურები და მზრუნველები არიან, მზად არიან ექსპერიმენტებისთვის საყვარელი ქალის გამო.