სახის გასაწმენდი სითხე და ნაოჭების საწინააღმდეგო ლოსიონი თავადაც შეგიძლიათ მოამზადოთ!
კიტრს უძველესი დროიდან იყენებენ კოსმეტოლოგიაში. კანის გასაგრილებლად და ნაოჭების გასასწორებლად. კიტრის თხელი ანათალები 10 - 12 წუთით კანის შესაბამის უბნებზე უნდა დაიწყოთ. კიტრის ექტსტრაქტზე დამზადებული ლოსიონები კანის გამწმენდი საუკეთესო საშუალებაა. კიტრის ახალგამოწურული წვენი კანს ათეთრებს და არბილებს. მის ხშირად გამოყენებას განსაკუთრებით მათ ურჩევენ, ვისაც ცხიმიანი, ფოროვანი და მოყვითალო ელფერის კანი აქვს.
- სახის გასაწმენდი სითხე თავადაც შეგიძლიათ მოამზადოთ:
მომზადების და გამოყენების წესი:
კიტრი წვრილად გახეხეთ, დოლბანდში გაწურეთ, წვენი კიდევ გაწურეთ რამდენიმე ფენა დოლბანდში და მიღებულ მოცულობაზე ორჯერ მეტი სპირტი დაასხით, ნარევი ჰერმეტულად დახურულ მინის ჭურჭელში შეინახეთ. გამოყენების წინ სახის გაწმენდისთვის საჭირო ოდენობის ლოსიონი წყლით გააზავეთ ( პროპორციით 1 : 2 ). - თუ ახალგაზრდობის დიდხანს შენარჩუნებაზე ოცნებობთ, ძლიერ გამოგადგებათ ლოსიონი, რომელიც გახეხილი კიტრისა და ყვავილის ფურცლებისაგან მზადდება.
მომზადების და გამოყენების წესი:
აიღეთ 5 საშუალო ზომის კიტრი, წვრილად გახეხეთ, დაუმატეთ 5 ვარდისა და 2 თეთრი შროშანის გვირგვინის ფურცლები, დაასხით 1/2 ლიტრი არაყი და 3 კვირით დატოვეთ. შემდეგ გადაწურეთ და სახის გასაწმენდად გამოიყენეთ, ოღონდ მოხმარების წინ აუცილებლად გააზავეთ - 1/2 ჭიქა ნაყენს დაუმატეთ ამდენივე ანადუღარი თბილი წყალი, 1 სადილის კოვზი გლიცერინი და ლიმონის წვენი. ამ ლოსიონით გაწმენდის შემდეგ ცხიმიანი კრემი შეიზილეთ. თუ ამ პროცედურას სისტემატურად ჩაიტარებთ, სახის კანი საოცრად მომხიბლავი გაგიხდებათ და რაც მთავარია, ნაოჭებიც გაგიქრებათ.