სწრაფი და ძალიან მარტივად მოსამზადებელი ტირამისუ ჭიქაში

სწრაფი და ძალიან მარტივად მოსამზადებელი ტირამისუ ჭიქაში
Facepaparazzi-ი იტალიური დესერტის მომზადების უსწრაფეს მეთოდს გთავაზობთ

საჭირო მასალა:

  • 200 გ ორცხობილა
  • 200 გ უცხიმო ხაჭო
  • 100გ არაჟანი
  • 50გ შაქარი
  • 1ჩ.კ ყავა
  • ვანილი
  • კაკაო


მომზადების წესი:

1. ერთად დააბლენდერეთ ხაჭო, არაჟანი, შაქარი და ვანილი სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
2. მოამზადეთ ხსნადი ყავა
3. ორცხობილები 5 წამით ჩაალბეთ ყავაში და ჩააწყვეთ სასურველი ზომის ფიალაში ან ჭიქაში
4. შემდეგ ფენად წაუსვით კრემი და მოაყარეთ კაკაო.
5. შედგით მაცივარში მთელი ღამით ან რამდენიმე საათით.

გემრიელად მიირთვით!