10 ხერხი, თუ როგორ დავკეცოთ ხელსახოცები სადღესასწაულო სუფრისთვის! მაგიდა ასე ლამაზად ჯერ არ გამიწყვია!

10 ხერხი, თუ როგორ დავკეცოთ ხელსახოცები სადღესასწაულო სუფრისთვის! მაგიდა ასე ლამაზად ჯერ არ გამიწყვია!
სადღესასწაულო სუფრა არამხოლოდ გემრიელი კერძებით უნდა ბრწყინავდეს, არამედ, ლამაზი სერვირებით. საამისოდ აუცილებელი არ არის, გამოიყენო ძვირად ღირებული მოსართავები ან სრულად დაიცვა ყველა წესი. საკმარისია, უბრალოდ მორთო მაგიდა ლამაზად დაკეცილი ხელსახოცებით. თუ როგორ შევქმნათ ხელსახოცისგან დეკორის ლამაზი ელემენტი, ამის თაობაზე ჩვენი რედაქცია სიამოვნებით მოგითხრობთ.


როგორ დავკეცოთ ხელსახოცები სადღესასწაულოდ



დავიწყოთ ამ სილამაზით. ერთი შეხედვით, რთულად გასაკეთებელი ჩანს, არადა 2 წამში მზადდება.


თეფშებსაც უხდება ჩაცმა! მოამზადეთ ხელსახოცებისგან ლამაზი პერანგი ჩვენი სქემის მიხედვით. სტუმრები ნამდვილად გამოცდებიან ამ ორიგინალური იდეით.


კლასიკური სერვირების კიდევ ერთი ვარიანტი. ძალიან ელეგანტურად გამოიყურება.

ნაძვის ხე - ახალი წლის მთავარი ატრიბუტია. დაე, გაალამაზოს მან თქვენი მაგიდაც.

კიდევ ერთი სილამაზე. თითოეული ფოთლის შიგნით შეგიძლიათ მოათავსოთ მოსართავები.


ხელსაწყოები შეგიძლიათ ასეთ ლამაზ კონვერტებში მოათავსოთ. გამოიყენეთ სხვადასხვა ფერის ხელსახოცები.

ეს ვარიანტი კურდღელს მოგაგონებთ. ძალიან საზეიმოდ გამოიყურება. შეგიძლიათ მორთოთ ოქროსფერი ძაფებით.

ნაძვის ხის კიდევ ერთი ვარიანტი. ძალიან მომგებიანად გამოიყურება ნახატებიანი ხელსახოცების გამოყენების შემთხვევაში.

შეგიძლიათ მორთოთ ჭიქები ამ შესანიშნავი ვარდებით. ამ ვარიანტს რომანტიკული ვახშმისთვისაც გამოიყენებთ.

და კიდევ რამდენიმე მარტივი ვარიანტი. არავითარი რთული სქემები. უბრალოდ, დაკეცეთ ხელსახოცი და გამოიყენეთ სხვადასხვა მოსართავი.