ნაქირავები ბინა საშინლად გამოიყურებოდა... სანამ ამ ახალგაზრდებმა მის კეთილმოწყობაზე თავად არ იზრუნეს!

ნაქირავები ბინა საშინლად გამოიყურებოდა... სანამ ამ ახალგაზრდებმა მის კეთილმოწყობაზე თავად არ იზრუნეს!
ნაქირავებ ბინაში რემონტის გაკეთება - დასანანი რა არის. მაგრამ როგორ უნდა მოიქცე, თუ ცხოვრების რაღაც მონაკვეთში ასეთ ბინაში უნდა გაატარო დრო?

ჩვენ დღეს მოგითხრობთ, როგორ გავაკეთილშობილოთ თუნდაც ყველაზე საშინელი საცხოვრებელი ილოად და მცირედი დანახარჯით. მთავარია, ჩართოთ ფანტაზია და საქმეს შემოქმედებითად მიუდგეთ.

ბინის კეთილმოწყობა

ტექსტილი




ლამაზი ფარდები, პირსახოცები, შალითები, მაგიდის გადასაფარებლები, თეთრეული... ჰარმონიულად შერჩეული ტექსტილი სახლის იერსახეს საგრძნობლად შეცვლის.

ნაქირავები ბინა საშინლად გამოიყურებოდა... სანამ ამ ახალგაზრდებმა მის კეთილმოწყობაზე თავად არ იზრუნეს!




განათება



მთელ ოთახზე მხოლოდ ერთი ცენტრალური ჭაღი, ისიც სუსტი ნათურებით? გვერწმუნეთ, განათებას ინტერიერში დიდი მნიშვნელობა აქვს. ოთახი მყუდრო გახდება, თუ რამდენიმე სანათს დაამატებთ.




თაროები და კალათები



შესანიშნავი იდეაა - რამდენიმე კალათა სარეცხისთვის - თითო ყოველი ოჯახის წევრისთვის და მსგავსად - ინდივიდუალური თარო ფეხსაცმლისთვის. სახლში წესრიგის შენარჩუნება გაცილებით გაიოლდება.

ბალიშები და პუფები



ბალიშები გაალამაზებს სახლს და ერთიანი სტილის შექმნაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ გამოიყენოთ არამხოლოდ სავარძლისთვის ან საწოლისთვის, არამედ, მორთოთ სკამებიც. დიდ ბალიშებს პუფები შეცვლის და მათ უფრო დააფასებთ, როცა დიდი სტუმრიანობა გექნებათ.




შუშის ქილები და ბოთლები



სამზარეულოს თაროებზე განთავსებული მრავალფეროვანი შუშის ქილები სახლს ძალიან ალამაზებს. მათში სხვადასხვა პროდუქტი შეგიძლიათ შეინახოთ: ბურღულეული, თხილი, ჩირი, ყავა, ჩაი... ეს მუდამ შესანიშნავად გამოიყურება. ინტერიერში ღვინის ცარიელი ბოთლების გამოყენებაც კარგი იდეაა - ლარნაკის, ზეთის ბოთლის ან სასანთლის სახით.






პოსტერები, ფოტოები და ნახატები




ამობეჭდილი ფოტოები, კაშკაშა პოსტერები, ნახატები - სახლს მოდურ იერსახეს შესძენს. მოსაწყენი კედლები გამოცოცხლდება!

ყვავილები და სხვა მცენარეები



სიმწვანე ნებისმიერ ინტერიერს გამოაცოცხლებს! მცენარეების გარეშე ძალიან მოსაწყენია. შეარჩიეთ ყვავილები და მცენარეები, რომლებიც საგულდაგულო მოვლას არ საჭიროებს. ქოთნებად კი შეგიძლიათ გამოიყენოთ მოხატული ან ქსოვილით შემოხვეული სერვიზის ძველი ჩაიდნები, თუნუქის კოლოფები - ეს ძალიან ორიგინალურად გამოიყურება.

გრიფელის დაფა




გრიფელის დაფის განთავსება ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ: მაცივარზე, მაგიდაზე, კარზე. ძალიან მოხერხებულია მასზე მნიშვნელოვანი ჩანაწერების გაკეთება.

ტიხრი



ტიხრი ყოველთვის გამოგადგებათ, განსაკუთრებით, როცა დიდი ოთახის რამდენიმე ზონად დაყოფა გსურთ.
ყველაზე მოხერხებულია დასაკეცი ტიხრის გამოყენება.




უბრალო ავეჯი



თუ ავეჯი არ გყოფნით, სულაც არ არის აუცილებელი, ძვირად ღირებული შეიძინოთ. თანამედროვე ავეჯი მასალების მრავალფეროვნებით გამოირჩევა: მაგალითად, მუყაოს პატარა სკამები. ეს ხომ გენიალურია!






ნაქირავები ბინის გადაკეთება - იოლი და მხიარული საქმეა, თუ მას შთაგონებით მიუდგებით და მიჰყვებით რჩევებს.