ლამინატიდან ნაკაწრები უკვალოდ გაქრება! აირჩიეთ 3 მეთოდიდან თქვეთვის ხელსაყრელი

თანამედროვე დროში ლამინატს ჩვენ უამრავ სახლში ვხვდებით. იატაკის სხვა საფარებისგან განსხვავებით, ის უამრავ უპირატესობას ფლობს. ლამინატი საკმაოდ იაფი და მარტივად დასაგებია. გარდა ამისა, ის ძალიან ლამაზად გამოიყურება და უხდება სახლის ინტერიერს. მეტიც, ზოგიერთი ლამინატის გარჩევა ძვირადღირებული ხისგან შეუძლებელია.

სამწუხაროდ, მას ერთი საკმაოდ დიდი მინუსი აქვს. ლამინატი ადვილად იკაწრება. იცოდით, რომ ამ ნაკაწრების მოშორება მარტივადაა შესაძლებელი, თუ თქვენ რამდენიმე ხრიკის შესახებ იცით? ''Fpaparazzi''-ის რედაქცია დღეს სწორედ ასეთ რამდენიმე ხრიკს გთავაზობთ. მათი ეფექტურობა სასიამოვნოდ გაგაოცებთ!
აირჩიეთ ამ სამი მეთოდიდან თქვენთვის ხელსაყრელი და შეუდექით საქმეს! თითოეული ამ მეთოდის ეფექტურობა ეჭვგარეშეა.

- ცვილის ფანქრები
თუ ნაკაწრი ლამინატზე ძალიან ღრმა არ არის, ისარგებლეთ შესაბამისი ფერის ცვილის ფანქრით. პირველ რიგში, კარგად გააპრიალეთ ლამინატი, მოაშორეთ მას მტვერი და მხოლოდ ამის შემდეგ გადაატარეთ ცვილის ფანქარი ნაკაწრს სიგრძეზე. მოითმინეთ ცოტახანი, რათა ფანქარი კარგად გაშრეს და შემდეგ გადაუსვით მას მშრალი რბილი ქსოვილი. - ცხელი მასტიკა
ამ შემთხვევაში თქვენ დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ! გაასუფთავეთ ლამინატის დაზიანებული ზედაპირი მტვრისგან და ჭუჭყისგან. გადაუსვით ნაკაწრს მცირეოდენი ცხელი მასტიკა, მოითმინეთ ორიოდე წუთით გააპრიალეთ ის რბილი ქსოვილით. თქვენ უნდა იმოქმედოთ სწრაფად, რათა ლამინატი არ დაიწვას. - ნატურალური ცვილი
ამ შემთხვევაში კარგად გაასუფთავეთ ლამინატის დაზიანებული ზედაპირი და ნაკაწრს გადაუსვით ნატურალური ცვილი სიგრძეზე. რამდენიმე წუთის შემდეგ გააპრიალეთ ის რბილი ქსოვილით. ნაკაწრი უკვალოდ გაქრება!
აირჩიეთ ამ სამი მეთოდიდან თქვენთვის ხელსაყრელი და შეუდექით საქმეს! თითოეული ამ მეთოდის ეფექტურობა ეჭვგარეშეა.