ქალური ”სიგიჟეების” ჰოროსკოპი: რითი აფრთხობთ მამაკაცებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ქალური ”სიგიჟეების” ჰოროსკოპი: რითი აფრთხობთ მამაკაცებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ყველა ქალს ახასიათებს თავისებური ”სიგიჟეები”. მოდით, გავიგოთ, რა აფრთხობს მამაკაცებს თქვენში.

ვერძი

როგორც კი მამაკაცი გაიფიქრებს ვერძ ქალთან სერიოზული ურთიერთობის საფეხურზე გადავიდეს, ქალი 10 ნაფეხურით წინ გადახტება. ზოგიერთ მამაკაცს ეს სიამოვნებს, მაგრამ უმეტესობას აფრთხობს. ნუ დაივიწყებთ, რომ მონადირეები სწორედ მამაკაცები არიან. ასეთია ბუნების კანონი.

კურო

უამრავ მამაკაცს ქალი-კუროებისგან ნერვული ტიკი ეწყება. სწორედ მათ განიხილავენ კაცები ყველაზე ხშირად, სწორედ ისინი ხდებიან მამაკაცების ღამის კოშმარი. ყველაფერი კი იმიტომ, რომ ქალი-ვერძი მერკანტიკულია. და ამით ყველაფერია ნათქვამი.

ტყუპები

ტყუპები თავისუფალი ფრინველები არიან და მუდამ ისე იქცეევიან, როგორც სურთ. მთელი ფულის ფეხსაცმელში დახარჯვა და მერე მთელი თვე მაკარონის ჭამა? მერე რა? უცხო მამაკაცთან შვებულების გატარება? კი ბატონო! ტყუპებმა თავად არ იციან, სად გადააგდებს მათ ბედი ხვალ. და ამ დროს მამაკაცებს კიდევ უფრო ეშინიათ.

კირჩხიბი

ერთი შეხედვით, ქალი-კირჩხიბები მომღიმარი და საყვარელი არსებები არიან. მაგრამ ყველაფერი საინტერესო მაშინ იწყება, როცა მათში შინამტანჯველი იღვიძებს. და კამფეტებს ვერ ეღირსებით, სანამ გაკვეთილებს არ გააკეთებთ, ნაგავს არ გადაყრით... და ამის გამო მოსვენებას არ მოგცემთ.

ლომი

თეორიულად, ლომების ყველას უნდა ეშინოდეს. ვის მიიზიდავს ქედმაღალი მზერა და გესლი უმიზეზოდ? პარადოქსია, მაგრამ ეს ბევრს მოსწონს. ასეთი ქალები იდუმალი ძალით იზიდავენ მამაკაცებს. მაგრამ ბოლო ეტაპზე ბევრი იცხრილება, როდესაც ქალი-ლომი სამყაროს ფეხქვეშ გაგებას მოითხოვს.

ქალწული

ქალწულს თამამად შეიძლება მაზოხისტი უწოდო, რადგან მამაკაცებს შეგნებულად აფრთხობს. თანაც, დიდი სიამოვნებით. უყვარს ყველაზე მტკივნეულ ადგილას ჩხვლეტა, შეუძლია ისე გააკრიტიკოს უბედური მამაკაცი, რომ მისი ღირსებისგან არაფერი დარჩება.

სასწორი


მამაკაცებს მოსწონთ სასწორი ქალები, რადგან ისინი დაუცველი და ჰაეროვანი გოგონები არიან. მეოცნებე სასწორებმა თავად არ იციან, რა სურთ ცხოვრებისგან. თუ თავიდან მამაკაცი ყველაფერს მიყრის და გარბის მის დასახმარებლად, მერე ამ საქმეზე ხელს ჩაიქნევს. რადგან დაბერება შეიძლება, სანამ გაიგებ, სჭირდება სასწორს დახმარება თუ არა.

მორიელი


მორიელი აპრიორი აშინებს მამაკაცებს უკვე თავისი არსებობით. ყველა ქალი ქალს ჰგავს, ამას კი ვერ გამოიცნობ. რა უნდა? რას უნდა ელოდო მისგან? ეს იდუმალება თავიდან კი იზიდავს მამაკაცებს, მაგრამ შემდეგ ძალიან დამღლელი ხდება.

მშვილდოსანი


მშვილდოსნებთან ყველაფერი მარტივი და გასაგებია: თავად მოიგონა, თავადვე ეწყინა. ასეთი რამეებისგან მამაკაცები თავქუდმოგლეჯილები გარბიან.

თხის რქა

თხის რქა ტვინის ჭამის ოსტატია. ხანგრძლივად, თითო კოვზებად. მისი მონოლოგის შუაში მამაკაცს უკვე ეძინება, მონოტონური ჭკუის სწავლება და გაჭიზიანებას იწვევს. თავად კი უბედურების მასშტაბს ვერ აცნობიერებს.

მერწყული


მერწყული იმით აშინებს, რომ მისი დაჭერა რთულია. როგორც კი მონადირე იფიქრებს, რომ ნადავლი ხელში ჩაუვარდა, ქალი-მერწყული დაქალებთან, ან მოდურ გამოფებაზე ან კიდევ სადღაც გარბის. ეს საშიში არ არის, მაგრამ დამღლელია. როგორც კი მამაკაცი გადაწყვეტს, რომ ასეთი ურთიერთობა არ სურს, ქალი-მერწყული მზად არის ურთიერთობისთვის.

თევზები

თევზები სიცივით აფრთოვებ მამაკაცებს. შეგიძლია დიდ ხანს სდიო მათ, მოუწყო რომანტიკული ვახშმები, ატარო წვეულებებზე. რეაქცია - ნოლი. როდესაც მამაკაცი უკვე ზღვარზეა, თევზი თვალებს ახელს და ჩუმად წარმოსთქვამს ”მოდი, შემიყვარე”. და ასე, მუდმივ წრეზე...