11 გიჟური საქორწინო ტრადიცია, რომლებსაც გასულ საუკუნეებში პატარძლები უნდა დათანხმებოდნენ

11  გიჟური საქორწინო ტრადიცია, რომლებსაც გასულ საუკუნეებში პატარძლები უნდა დათანხმებოდნენ
არცერთი სხვა ტრადიცია ისე საინტერესო არ არის, როგორც სხვადასხვა ქვეყნების ქორწილის ტრადიციები. რამდენი უჩვეულო რიტუალი შემოინახა ისტორიამ ასობით წლების განმავლობაში... ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი სასიხარულო დღესასწაული ოდესღაც საშინელებათა ფილმს თუ ჰგავდა.
მიუხედავად ამისა, ზოგი არც თუ ისე ცუდი იყო. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

1. დამალვა თავდამსხმელებისგან


როდესაც ძველმა რომაელებმა უელსი დაიპყრეს, მათ შემოიტანეს თავიანთი აგრესიული საქორწინო ტრადიციები.
შედარებით მშვიდი ცერემონიის შემდეგ, პატარძალი მის სახლში უნდა გადაემალათ. შემდეგ სიძე და მისი ძმაბიჭები შინ შეიჭრებოდნენ, იტაცებდნენ და ”დაიხსნიდნენ” მას ”განსაცდელისგან”.

2. თავზე პურის დაფშვნა



მას მერე, რაც პატარძალი წარმატებით დაიხსნეს, ძველი რომაელები განაგრძობდნენ ქორწილის აღნიშვნას და პატარძალს თავზე პურის ნამცეცებს აფშვნიდნენ. მათი თქმით, ეს ნაყოფიერებას უწყობდა ხელს.

3. აცმევდნენ ტანსაცმლის მრავალ ფენას



ჩრდილო-აღმოსავლეთ რუსეთში ქორწინება ძალაში მაშინ შედიოდა, როცა სიძე პატარძალს ტანსაცმელს ხდიდა. ქალები იმ დროს ძალებს არ იშურებდნენ და პატარძალს იმდენ ტანსაცმელს აცმევდნენ, რამდენის ტარებასაც შეძლებდა. პატარძლის გახდა საკმაოდ რთული პროცესი იყო.

4. ან ზედ ახევდნენ ტანსაცმელს



ინგლისური საქორწინო ტრადიცია ასეთი იყო: ცერემონიის დასრულებისთანავე პატარძალს ტანსაცმელს ახევდნენ. სწორედ იმ დროიდან მოდის საქორწინო თაიგულის სროლის ტრადიცია, რომელიც ყურადღების გადასატანი მანევრი გახლდათ და რომელიც პატარძალს შეუმჩნევლად გაქცევის საშუალებას აძლევდა.

5. სრული შემოწმება



1800-იანი წლების დასაწყისში რუსეთში არსებობდა ტრადიცია - სასიძოს ნათესავი ქალები მიემართებოდნენ საპატარძლოსთან, სრულად აშიშვლებდნენ და ამოწმებდნენ, რაიმე დეფექტი ხომ არ აქვსო.

თუ ყველაფერი წესრიგში იყო, აყრიდნენ სვიას ცერემონიის დროს იმ რწმენით, რომ პატარძალს იმდენი შვილი ეყოლებოდა, რამდენ მარცვალსაც დააყრიდნენ.

6. მისი მბრძანებლობის მტკიცებულება



1800-იან წლებში შვედეთში პატარძლებს სიძეებისთვის უნდა ეჩვენებინათ, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ოჯახში მთავარი. პატარძალი მუდამ ერთი ნაბიჯით წინ იყო, რეგისტრაციის მაგიდასთანაც პირველი ის მიდიოდა - ეს ყველაფერი ამტკიცებდა, თუ ვინ იყო ოჯახში მთავარი.

7. ტანსაცმლის გაცვლა სიძესთან



”ბოროტი სულების” დასაფრთხობად, ძველ ეგვიპტეში, დანიაში და რუსეთში სასიძო პატარძლის კაბას იცვამდა, პატარძალი კი სასიძოს სამოსს.

8. ქვების დაყრა




ძველ დროს მაროკოში პატარძალს ცხენზე სვამდნენ და ხელში წკნელს აძლევდნენ, რომელიც მაღლა უნდა აეწია. სიძის მეგობრები კი ქვებს ესროდნენ და ამ წკნელის გადატეხვას ცდილობდნენ. ეს გახლდათ ქალიშვილობის დაკარგვის სიმბოლო.

9. თილისმის ტარება




ირლანდიაში პატარძალი იძულებული იყო, მძიმე ნალი ეტარებინა საკურთხევლამდე. საბედნიეროდ, დღეს ამ ტრადიციის ტანახმად, პატარძლები პატარა ოქროს ან ვერცხლის ნალებს ატარებენ.

10. საჩუქრების შეგროვება



ძველ დროს ფინეთში პატარძალი რამდენიმე მოხუც ქალთან ერთად სტუმრად დადიოდა და აგროვებდა საჩუქრებს მეზობლებისგან და ნათესავებისგან.

11. პატარძლის მეჯვარეების შეჯიბრება



პატარძლის მეჯვარეები ჯერ კიდევ ძველ დროს იცვამდნენ ერთნაირ ტანსაცმელს, თანაც თეთრს იმ შემთხვევისთვის, თუ მათ თავადაც მოიტაცებდნენ და თავად გახდებოდნენ პატარძლები.