სახეზე ლაქებისა და ჭორფლების მოცილებას, სულ რარაც ორი ინგრედიენტის დახმარებით შესძლებთ!

სახეზე ლაქებისა და ჭორფლების მოცილებას, სულ რარაც ორი ინგრედიენტის დახმარებით შესძლებთ!
მოგაბეზრათ თავი ლაქებმა და ჭორფლებმა? - შედეგი გარანტირებული გექნებათ თუ ამ მეთოდს მიმართავთ.

ჭორფლებისა და ლაქების კანზე გაჩენას - ჰიპერპიგმენტიზაცია ეწოდება. ეს პროცესი მიმიდინარეობას მაშინ, როდესაც მელანინი - კანის შავი პიგმენტი მატებას იწყებს.

პროცესი შეიძლება მიმიდინარეობდეს ან გარეგნული ან შინაგანი ფორმით.

გარეგანად მიმდინარე პროცესი მზის სხივების გავლენის შედეგად მიმდინარეობს. ასევე შეიძლება იყოს გამოწვეული ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ რეაქციებზე, მიღებულ ტრამვებზე ან მედიკამენტოზურ მკურნალობაზე.

როდესაც პროცესი შინაგანად მიმდინარეობს, მიზეზი შეიძლება ორსულობა გახლდეთ, სხვადასხვა დაავადება, ასევე შეიძლება იყოს ასაკობრივიც ან სულაც გენეტიკური ფონით გამოწვეული.

ჭორფლები და ლაქები ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით ჩნდება. ამ დროს აქტიურდება მელანინი და იწვევს კანის დროებით ან სამუდამო ფერის ცვლილებას. ეს ლაქები შესამჩნევი არის სახეზე და ხელებზე, თუმცა ნებისმიერ სხვა ადგილასაც შეიძლება გაჩნდეს.

ქირურგიული ჩარევის შედეგადაც შეიძლება მოხდეს კანის ფერის ზედაპირული ცვლილება

ორსულობის პერიოდში, ჰიპერპიგმენტიზაცია ბუნებრივი პროცესია. ამას არაფერ სხვა სერიოზულ პრობლემასთან კავშირი არ აქვს.

გასწავლით ჰიპერპიგმენტიზაციის მკურნალობის რეცეპტს:

1 ჩ/კ კურკუმის ფხვნილი და 1 ჩ/კ ლიმონის წვენი აურიეთ ერთმანეთში.

დაიტანეთ ჭორფლიან ან ლაქიან ადგილას და დაიჩერეთ 15 წუთით. დააცადეთ კანზე შეშრობა. შემდგომ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნუ მიეფიცხებით მზეს პროცედურიდან 8-10 საათის მანძილზე.

ჩაიტარეთ პროცედურა ყოველდღიურად, შეგიძლიათ დღეში ორჯერაც.

ეს ნაცადი მეთოდია და ეფექტურიც. ლიმონს მათეთრებელის თვისებები აქვს, კურკუმას კი ანთების საწინააღმდეგო. ასევე უხდება კანს და სიპრიალეს მატებს.

ვისაც ზალიან მგრძნობიარე კანი აქვს, ლიმონის წვენის გაზავება წყალთან ან რძესტან შეუძლია.