2017 წლის თილისმები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

2017 წლის თილისმები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
თუ გსურთ, შეიძინოთ ის ერთადერთი თილისმა, რომელიც მომავალ წელს წარმატებისა და ბედნიერების მომტანი იქნება, მიენდეთ თქვენს ზოდიაქოს ნიშანს. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ყოველ ნიშანს ინდივიდუალური სიმბოლო, მცენარე, ფერი და რაღა თქმა უნდა, ქვაც გააჩნია. მაშ ასე, რომელი ქვები იქნება სასარგებლო 2017 წელს?

ვერძი


2017 წლის თილისმები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ენერგიულ და კაშკაშა ვერძებს სჭირდებათ თილისმა, რომელიც ზუსტად ამ ემოციის სიმბოლო გახდება. გარდა ამისა, მათ დასჭირდებათ სიმბოლო-მცველი, რადგან მათ გარემოცვაში შესაძლოა მოშურნეები გამოჩნდეს. ამიტო, ალმასი ამ შემთხვევაში შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. სწორედ ეს ქვა დაგიცავთ მტრებისგან და სირთულეებისგან.

კურო



დაგჭირდებათ ისეთი ქვა, რომელიც დაგეხმარებათ ჯანმრთელობის შესანჩუნებაში. ახალ წელს ასევე გულდასმით უნდა მიუდგეთ ფინანსურ მხარეს და გააკონტროლოთ ხარჯები - ამისათვის გამოგადგებათ ლაზურიტი, რომლის მეშვეობითაც თავს აარიდებთ მსგავს პრობლემებს.

ტყუპები




ახალ წელს მეტი თავდაჯერებულობა და სითამამე დაგჭირდებათ, ამიტომაც ქვები ამ მიმართულებით უნდა დაგეხმარონ. ასევე, შესაძლებელია არაკეთილმოსურნეებისგან თავდასხმები, მაგრამ ნუ დაპანიკდებით - საამისოდ თქვენთვის არსებობს შესანიშნავი თილისმა - ქრიზოპრაზი, რომელიც იდეალური დამხმარე და მცველი გახდება.

კირჩხიბი




2017 წელს კირჩხიბს ისეთი თილისმა სჭირდება, რომელიც ჩააცხრობს ზედმეტ ემოციებს და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. ამას შესანიშნავად გაუმკლავდება საპფირი, რომელიც ხასიათის მკვეთრ ცვლილებებს აკონტროლებს.

ლომი



ამ ნიშნის წარმომადგენლებს სჭირდებათ ნათელი, მაგრამ ძლიერი ქვა, რადგან სხვა ვერ გაუმკლავდება ლომის დიდ ენერგიას. ოქროსფერი ბერილი საუკეთესოდ შეესაბამება ლომის ბუნებას. იგი გააძლიერებს საღ გონებას და დაეხმარება ცუდ განწყობასთან გამკლავებაში.

ქალწული



თქვენთვის რთულია, რაიმე კონკრეტული ქვის შერჩევა, რადგან მრავალწახნაგოვანი პიროვნება ხართ. მეორეს მხრივ, სწორედ ეს გაძლევთ შესაძლებლობას, ნებისმიერი ქვა სათქვენოდ გამოიყენოთ. ქალწულებს მკვეთრი თილისმა სჭირდებათ, რომელიც მათ ცხოვრებაში კაშკაშა ფერებს შემოიტანს. და სწორედ ასეთია სერდოლიკი, რომელიც ქალწულების საუკეთესო თვისებების აქტივირებას შეუწყობს ხელს.

სასწორი



2017 წელს სასარგებლო იქნება ქვები, რომლებიც გააძლიერებს ტყუპების ინტუიციას და დაიცავს ავი თვალისგან. ამას შესანიშნავად გაუმკლავდება მარჯანი, რადგან იგი იმუშავებს ინტუიციისა და რაციონალიზმის კომბინირების მიმართულებით.

მორიელი




მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგები მორიელებს მუქი ფერის ქვებს ურჩევენ, მომავალ წელს მათ რიმე ნეიტრალური უნდა შეარჩიონ. ეს დაეხმარება მათ ცხოვრებაში ჰარმონიის მიღწევაში. შესანიშნავია ამ მხრივ მთის ბროლი, რომლის წყალობითაც მორიელები შეძლებენ სულიერი სიმშვიდის მოპოვებას და მათი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე დადებით ზემოქმედებას მოახდენს.

მშვილდოსანი



მშვილდოსნის თილისმამ უნდა იცოდეს სხვა ადამიანებთან კონტაქტების დალაგება, რადგან ამ ნიშნის წარმომადგენლებს კომუნიკაციის პრობლ;ემები აქვთ. ქვა ეპიტოდი გააძლიერებს დადებით თვისებებს, რომლებიც გარშემომყოფების ყურადღებას მიიქცევს საჭირო მომენტში.

თხის რქა



2017 წელს ყურადღება მიაქციეთ ოჯახისა და კარიერის დაცვას, ასევე დაცვას ნეგატივისგან. თილისმამ სწორედ ამ მიმართულებებით უნდა იმუშავოს. ამ მხრივ თხის რქისთვის შესანიშნავია ონიქსი.

მერწყული




2017 წელს მერწყულს დასჭირდება თილისმა, რომელიც ზედმეტ იმპულსურობასთან გამკლავებაში და კრეატიულობის გაძლიერებაში დაეხმარება. ოლივინი გააძლიერებს საკუთარ თავში რწმენას, აარიდებს მათ დეპრესიას და დაეხმარება ცხოვრებისეული მყარი ნაბიჯების გადადგმაში.

თევზები



ამ ნიშნის წარმომადგენლებს სჭირდებათ თილისმა, რომელიც წინაღობების გადალახვაში, ინტუიციის გაძლიერებაში და ფინანსური საკითხების დალაგებაში დაეხმარება. ასეთი ქვა გახლავთ იასპი, რომელიც პასუხისმგებელია როგორც სიმდიდრეზე, ასევე, საქმისადმი ინტუიციურ მიდგომაზე.