აი რა შედეგს მივიღებთ, თუ კომბოსტოს ფოთლების კომპრესს 1 საათით გავიკეთებთ....

აი რა შედეგს მივიღებთ, თუ კომბოსტოს ფოთლების კომპრესს 1 საათით გავიკეთებთ....
ამ ბოსტნეულის სასარგებლო თვისებების შესახებ ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის. კომბოსტო გამდიდრებულია მინერალური მარილებით (გოგირდი, კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი), უჯრედისით, ლაქტაზით, ლიპაზით, ანტოციანებით, ფიტონციდებით, A, B1 და C ვიტამინებით. სუპერშემადგენლობის ხარჯზე კომბოსტო ძალზედ ეფექტური საშუალებაა სილურჯეების დასამარცხებლად და შეშუპების მოსახსნელად.

კომბოსტოს ფოთლის კომპრესებს მრავალი საუკუნეა გამოიყენებენ მეძუძური დედები მკერდში რძის ჩასადგომად, სარძევე ჯირკვლების შეშუპების მოსახსნელად და ა.შ. განსაკუთრებით დიდი ეფექტურობით ეს საშუალება ვარიკოზის, სახსრების ანთებისა და ტრავმების წინააღმდეგ ბრძოლის დროს გამოირჩევა.

კომბოსტოს კომპრესები



თქვენ დაგჭირდებათ:
  • კომბოსტო;
  • დოლბანდი;
  • ფოლგა;
  • ღუმელი.

გამოყენება:

  1. გარეცხეთ კომბოსტო კარგად და მოაშორეთ მას ზედა ფოთლები. ჩვენ სამკურნალო მიზნისთვის უნდა გამოვიყენოთ კომბოსტოს შიდა ფოთლები.

  2. მოაჭერით ფოთლებს მყარი ნაწილები და შეახვიეთ ფოლგაში.

  3. ფოლგაში შეხვეული კომბოსტო მოათავსეთ ღუმელში 5 წუთით.

  4. შემთბარი ფოთლები დაიფინეთ სხეულის პრობლემურ ნაწილზე და გადაიხვიეთ დოლბანდით.



რამდენხანს უნდა გავიჩეროთ კომბოსტოს კომპრესი? თქვენ არ ხართ შეზღუდული დროში. მაქსიმალური შედეგის მისაღწევად რეკომენდირებულია ყოველ 2 საათში ერთხელ ახალი კომპრესის გაკეთება. თუ თქვენ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, რამდენიმე დღეში შეშუპება და სახსრების ანთებით გამოწვეული ტკივილი უკვალოდ გაქრება. გარდა ამისა, ეს მეთოდი არაჩვულებრივია ვენების ვარიკოზული გაგანიერების წინააღმდეგ საბრძოლველად.