ყოველთვის ვიტანჯებოდი ვარცხნილობის შექმნის დროს, სანამ ამის თაობაზე არ შევიტყვე...
თმა - ქალის მშვენებად ითვლებოდა მუდამ. მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი, თვეში 10-ჯერ გადავიღებოთ, რათა ვარცხნილობა გავამრავალფეროვნოთ. საკმარისია, თავად ვარცხნილობა შევქმნათ სხვადასხვა. მაგრამ როგორი ძნელია, მათ გაუმკლავდე, განსაკუთრებით დილით, როცა გეჩქარება!
ჩვენი რედაქცია რამდენიმე სასარგებლო რჩევას გთავაზობთ, რომლების მეშვეობითაც ვარცხნილობას დიდი ძალისხმევის გარეშე შექმნით.
ვარცხნილობა შინაურ პირობებში
მშრალი შამპუნი
ძირებს რომ მოცულობა შემატოთ, გამოიყენეთ მშრალი შამპუნი. წაისვით ძირებზე და შეიძილეთ თავის კანში. 2-3 წუთში შენიშნავთ, როგორ შეიცვალა თმა. მიაქციეთ ყურადღება, რომ შამპუნი შესამჩნევი არ იყოს თმაზე.
იმავე ხრიკს გამოიყენებთ, როცა თმის შეკვრა გსურთ, მაგრამ არ გემორჩილებათ. მშრალი შამპუნი დაგეხმარებათ თმის საჭირო ეფექტამდე დაფიქსირებაში.
ლაქი
ლაქი, თმის ნაცვლად მოაპკურეთ თმის სამაგრს. ამ ხრიკის მეშვეობით, თმას დაუბანელის იერსახე არ ექნება, სამაგრი კი მყარად დააფიქსირებს ვარცხნილობას.
ასევე, ურჩი თმების ”მოსათვინიერებლად”, შეგიძლიათ მოასხათ ლაქი კბილის ჯაგრისს და ფრთხილად დაილაგოთ ვარცხნილობა.
უარი თქვით მრგვალ სავარცხელზე
უდავოდ, ასეთი სავარცხელი უფრო მოცულობით ვარცხნილობას ქმნის, მაგრამ მისგან პროცესი დამღლელი ხდება. ყველაზე მარტივი გამოსავალი - გამოიყენეთ საკუთარი თითები. გაშრობისას დაყავით თმა და დაიხვიეთ ყოველი ნაწილი თითებზე. ამგვარად მიიღებთ მოდურ ”უწესრიგობას”, რომელსაც სპრეით დააფიქსირებთ.
დალალები თმის უთოს გარეშე
დალალების შესაქმნელად, შეიკარით კუდი. თავის დაბანის შემდეგ ბოლომდე არ გაიშროთ თმა. მოისხით ცოტაოდენი სპრეი და კუდი რამდენიმე ნაწილად დაიწანით. გაიჩერეთ მთელი ღამე, დილით კი გაიშალეთ თმა და კიდევ ცოტაოდენი სპრეი გამოიყენეთ. მიიღებთ დაუდევარ დალალებს დროის მინიმალური დანახარჯით.
ლენტები
თმის რეზინები შეცვალეთ ლენტებითა და თასმებით. ნებისმიერი ვარცხნილობა უკეთ გამოიყურება, როცა რეზინები შეუმჩნეველია. გამოიყენეთ წვრილი რეზინები ჩვეულებრივი კუდისთვის ან ნაწნავისთვის, გარედან კი ლენტი შემოახვიეთ. ყველაზე მარტივი ვარცხნილობები მსგავსი აქცენტით ისე გამოიყურება, თითქოს ცნობილ სალონში ხელოსანმა გაგიკეთათ.
თერმული წყალი
დღის განმავლობაში დატენიანება არამცოლოდ კანს, არამედ, თმასაც სჭირდება, განსაკუთრებით თუ ოფისში მუშაობთ და ჰაერის დამატენიანებელი არ გაქვთ. პრობლემა მარტივად იჭრება: მოიპკურეთ თერმული წყალი თმის მთელ სიგრძეზე და მალე საერთოდ დაივიწყებთ თმის სიმშრალეზე.
კუდი რეზინის გარეშე
თუ მოცულობითი კუდის შექმნა გსურთ რეზინის გარეშე, უბრალოდ, შეიკარით ერთის ნაცვლად ორი კუდი და შემოიხვიეთ თმა.
დალალები ნაწნავებისგან
წვრილი დალალების მისაღებად, აუცილებელი არაა მათი დახვევა. უბრალოდ, გაიკეთეთ ნაწნავი და მოუსვით თმის უთო. ამგვარად, მიიღებთ სასურველ დახვეულ თმას დროის მინიმალური დანახარჯით.
აი, ასე მარტივად არის შესაძლებელი იდეალური ვარცხნილობის შექმნა შინაურ პირობებში, დროისა და ფულის მინიმალური დანახარჯით.