ასრიპინის სამკურნალო ხსნარი (ქუსლის დეზი, ვარიკოზი, ოსტეოქონდროზი)

ასრიპინის სამკურნალო ხსნარი (ქუსლის დეზი, ვარიკოზი, ოსტეოქონდროზი)
ასპირინი -ერთგვარი უნივერსალური წამალია. ის გვიხსნის არამხოლოდ თავის ტკივილისა და მაღალი სიცხისგან, მისი დახმარებით შესაძლებელია ოსტეოქონდროზისა და ვარიკოზის მკურნალობა, ასევე, ქუსლის დეზის მოცილება. ამისათვის საჭიროა სამკურნალო ხსნარის მომზადება.

  1. დაფქვით 10 აბი ასპირინი, დაასხით 250 მლ არაყი, დააყენეთ 1-2 დღით.
  2. აბები ბოლომდე არ გაიხსნება, მაგრამ არაუშავს. ჩაალბეთ მარლა ხსნარში, დაიდეთ ქუსლებზე და შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი, რათა ხსნარი არ გაშრეს.
  3. ჩაიცვით წინდა და დაიტოვეთ მთელი ღამით.
  4. დილით მოიხსენით, დაიბანეთ ფეხები, გაიმშრალეთ და წაისვით ფეხის საცხი.

გაიმეორეთ პროცედურა ყოველ საღამოს.

პირველივე პროცედურის შემდეგ ქუსლის დეზებზე დაგავიწყდებათ, 10 დღეში კი უმტკივნეულოდ მოგცილდებათ გაუხეშებული კანი.

იგივე ხსნარი შეგიძლიათ შეიზილოთ მტკივან ადგილებზე ვარიკოზისა და ოსტეოქონდროზის დროს. ტკივილი მალევე გაქრება.