აი, რა იქნება წარმატების მომტანი 2017 წელს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

აი, რა იქნება წარმატების მომტანი 2017 წელს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
წარმატება აუცილებლად ეწვევა იმას, ვინც ბედს არ გაურბის და მედგრად უმკლავდება ყველა სირთულეს. მოდით, გავიგოთ, რომელ სფეროში უნდა ელოდონ ზოდიაქოს ნიშნები წარმატებას.

ვერძი

ახალი პროექტები

უკვე 2017 წლის იანვრიდანვე მერკური უამრავ შესაძლებლობას ამზადებს ვერძებისთვის. იოლად დაამყარებთ ახალ კონტაქტებს, დაალაგებთ ურთიერთობებს და წამოიწყებთ ახალ პროექტებს. გაგაოცებთ ახალი იდეების რაოდენობა, რაც თავში მოგივათ. ენდეთ ინტუიციას. 2017 წელს რაც შეიძლება მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ თავს.

კურო

გადაწყვეტილებების მიღება და მოქმედება

მარსისა და მზის მფარველობის წყალობით კუროებს მოვლენების საკმაოდ დინამიური განვითარებები ელით. დასვენებას ვერ მოახერხებთ. ვარსკვლავები რაიმე ახალისკენ გიბიძგებენ, ამიტომ გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა! თქვენი ძალისხმევა აუცილებლად დაფასდება და შეძლებთ პრობლემების გადაწყვეტას. ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ, ყველაფერი გამოგივათ!

ტყუპები

ურთიერთობა და კრეატიულობა

სატურნის მფარველობა დაგეხმარებათ პროდუქტიულ მუშაობაში. ნუ შეგრცხვებათ მიმართოთ მეგობრებს დახმარებისთვის. სწორედ ასეთი ურთიერთობებისგან მიიღებთ ძალიან ბევრს, და საუბარი არამხოლოდ მატერიალურს ეხება. დაისახეთ მიზნები, იშრომეთ და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. და კვლავ სატურნი მიაქცევს ყურადღებას, რომ არ დაიზაროთ და გონება არ დაგეფანტოთ.

კირჩხიბი

სიმამაცე და სითამამე

2017 წელს უამრავი ახალი პერსპექტივა დაგესახებათ. თუმცა, აქ კირჩხიბები ორ კატეგორიად დაიყოფა: პირველში შევლენ ისინი, ვინც სითამამეს გამოიჩენს და ნებისმიერ შესაძლებლობას ჩაეჭიდება. მეორეში - ვინც ჩრდილში ამჯობინებს დარჩენას. აირჩიეთ, როგორ გსურთ მოიქცეთ, ამაზეა დამოკიდებული თქვენი წარმატება 2017 წელს. რთული იქნება ინიციატივის გამოჩენა ბუნებრივი თავმდაბლობის გამო. თუმცა, თუ საკუთარ თავს დასძლევთ, წარმატება გარანტირებულია!

ლომი

ხანგრძლივი გეგმები

მომავალი წელი ლომებისთვის მნიშვნელოვანი შინაგანი ცვლილებების მომტანი იქნება. ზოგიერთ ილუზიებთან დამშვიდობება მოუწევთ, თუმცა ეს სასიკეთოცაა. 2016 წელი - გამარჯვების წელი იყო თქვენთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, გადახედოთ მიღწევებს, გააკეთოთ დასკვნები და დაისახოთ ახალი სამომავლო გეგმები. ცოტა დაისვენეთ და - წინ, ახალი მწვერვალებისკენ!

ქალწული

ენერგია და თვითრეალიზაცია

მშვიდი და წყნარი 2016 წლის განსხვავებით, 2017 წელი ქალწულებისთვის თვითრეალიზაციის შესაძლებლობების მომტანი გახდება. ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტავს კარიერასთან დაკავშირებულ რთულ საკითხებს. ადამიანებთან რთულ ურთიერთობებში საკუთარ მოსაზრებებს დააფიქსირებს. მეომარი მარსი ენერგიასა და ძალებს შეგმატებთ, თუმცა, ეს არ გახლავთ მიზეზი, მარტო გაუმკლავდეთ სირთულეებს. მიმართეთ დახმარებისთვის სხვებს. ერთად შეძლებთ წარმატების გასაღების პოვნას.

სასწორი

ღია პოზიცია

სასწორებს უპრობლემო და მშვიდი 2017 წელი ელით. 12 თვის განმავლობაში უამრავ აღმოჩენას გააკეთებენ, რომლებიც უსიამოვნო სიურპრიზებს არ უქადის. ეს ყველაფერი შემოქმედებით ტალღაზე დაგაყენებთ. ბუნებრივი გულღიაობა პოპულარობას მოგიტანთ. თქვენს გარშემო იტრიალებენ ადამიანები, რომლებსაც თქვენი დახმარება დასჭირდებათ. მაგრამ ეს მხოლოდ დადებითად იმოქმედებს თქვენზე. მათი წყალობით შეძლებთ სირთულეების გადალახვასა და გაბედნიერებას.

მორიელი

ძველი ოცნებები

2017 წელი უზარმაზარი ენერგიის ნაკადს მოგიტანთ, მიაღწევთ ისეთ პროექტებამდე, რომლებზეც დიდი ხანია, დაივიწყეთ. სიტუაცია ისე დალაგდება, რომ დიდი ხნის ოცნებების ასრულებას შეძლებთ. დასრულებული პროექტები მომავალშიც შემოსავლის მომტანი იქნება. ნუ დაეჭვდებით ნურაფერში: წარმატება თქვენს მხარეზეა!

მშვილდოსანი

ცვლილებების სურვილი და ახლობლების მხარდაჭერა

მომავალი წელი ცვლილებებს გიქადით. მაგრამ ნუ შეგეშინდებათ. ეს სასიამოვნო ცვლილებების დროა, რომლებიც, ძირითადად, ახლობლებს ეხება. ამ წელს ახლობლები თქვენთვის პირველ ადგილზე იქნებიან. მუდამ დაგეხმარებიან და მხარს დაგიჭერენ, დაგიცავენ პრობლემებისგან. მიენდეთ საყვარელ ადამიანებს და დატკბით ახალი ურთიერთობებითაც.

თხის რქა

ფარული პოტენციალი

2017 წელს შეძლებთ თქვენი ნიჭის სრულად გამოვლენას. თქვენთვის ყველა კარი გაიღება. უნდა შეაფასოთ თქვენი რეალური ძალები. ახალი რესურსების მოძიებას საკუთარ თავშივე შეძლებთ. ნუ შეზღუდავთ თავს შესაძლებლობებში და დაისახეთ მაღალი მიზნები.

მერწყული

დაჩქარების პრინციპი

2017 წელს ძალების მოზღვავებას იგრძნობთ ცხოვრების ყველა სფეროსთან მიმართებაში. ყველა საკითხი სწრაფად და ეფექტურად გადაწყდება. თქვენმა შეუპოვრობამ შედეგი გამოიღო. იყავით თავდაჯერებული და იმოძრავეთ დასახული მიმართულებით.

თევზები

წარსულთან განშორება

2017 წელი უამრავ საკითხს ნათელს მოჰფენს. მარსი შინაგანი ძალებით მოგამარაგებთ, რაც დაგეხმარებათ დაგროვილი საკითხების გადაწყვეტაში და პრობლემების განბლოკვაში. შემოქმედებითი ენერგია მოგეძალებათ და უჩვეულო ხერხებით იმოქმედებთ.