დაიცავით თავი ვირუსული ინფექციისგან, ამ საოცრად მარტივი და ეფექტური საშუალებით!

დაიცავით თავი  ვირუსული ინფექციისგან, ამ საოცრად მარტივი და ეფექტური  საშუალებით!
ჩემს 20 წლის შვილს, რომელიც ყოველ ზამთარსა და გაზაფხულზე ავადმყოფობდა, ამ მკურნალობის შემდეგ ვირუსული ინფექცია აღარ დამართნია.
იმუნიტეტის გასაძლიერებლად დაგჭირდებათ.
ინგრედიენტები:
  • 15 ც დაფნის ფოთოლი
  • 300 გრ წყალი

მომზადების და გამოყენების წესი:
15 ცალ დაფნის ფოთოლს უნდა დაასხათ 300 გრ წყალი , დადგით დაბალ ცეცხლზე, წამოადუღოთ და ადუღებიდან 5 წუთის შემდეგ გადმოდგათ. შემდეგ ეს ნაყენი ფოთლებიანად გადაიტანეთ თერმოსში და გააჩერეთ 3 - 4 სთ. გადმოწურეთ და სვით თითო ყლუპი ერთ მიღებაზე მთელი დღის განმავლობაში. მეორე დღისთვის ახალი დაამზადეთ და იგივე გაიმეორეთ. სულ 3 - დღიანი კურსი უნდა ჩაიტაროთ. კურსის გამეორება კი 2 კვირაში შეგიძლიათ.

ექიმის კომენტარი:
დაფნა მართლაც უძველესი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში უამრავი დაავადების სამკურნალოდ. დაფნის ფოთოლი მდიდარია ფიტოციდებით, სასარგებლო მიკროელემენტებით , ტანინებით, რომლებიც ორგანიზმიდან წიდების გამოყოფას და იმუნიტეტის გაძლიერებას უწყობს ხელს. დაფნის ფოთოლი გამოშრობისას მთლიანად ინარჩუნებს სამკურნალო ღირებულებებს. მცენარეს აქვს ანტიბაქტერიული, შაქრის დამწევი, ანტიანთებითი, სპაზმების მომხსნელი, მსუბუქი შარდმდენი, იმუნიტეტის გამაძლიერებელი მოქმედება.
დაფნის ნაყენით მკურნალობისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ მას აქვს ჰიპოგლიკემიური ეფექტი და ამიტომ მკურნალობის პროცესში ( თუ დიაბეტი არ გაქვთ ) , უნდა იკვებოთ ტკბილი საკვებით, რათა არ განვითარდეს ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა.
გარდა ამისა, ფოთლების ნახარშმა შეიძლება გამოიწვიოს შეკრულობა ( ყაბზობა ). ეს რომ არ მოხდეს, ნაყენის მიღების პარალელურად უნდა მიირთვათ პერისტალტიკის გამაძლიერებელი საკვები ( ჭარხალი, შავი ქლიავი და სხვა. ).
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი