მუყაოს ყუთებს ყველანი ნაგავში ვყრით... არადა საკმარისია ორი ჭრილი გაუკეთოთ და უაღრესად საჭირო ნივთს მიიღებთ!

მუყაოს ყუთებს ყველანი ნაგავში ვყრით... არადა საკმარისია ორი ჭრილი გაუკეთოთ და უაღრესად საჭირო ნივთს მიიღებთ!
წვენის, რძის, კეფირის და სხვა მსგავსი პროდუქტების მუყაოს ყუთებს გამოცარიელების შემდეგ, როგორც წესი, დაუყონებლივ სანაგვე ურნაში ვისვრით, არადა ეს ქაღალდები შესანიშნავი ნედლეულია. გაგიკვირდებათ და მათი დახმარებით სახლისთვის აუცილებელ და ძალიან სასარგებლო ნივთებსაც კი შექმნით.



FPAPARAZZI -ს რედაქცია სიხარულით გიზიარებთ ამ მასტერ-კლასს, ფხვნილისებრი პროდუქტების შესანახი კონტეინერის დასამზადებლად.

თქვენ დაგჭირდებათ:
  • რძის ან წვენის მუყაოს ყუთი;
  • ფანქარი;
  • მაკრატელი.

მოქმედებების თანმიმდევრობა:

  1. გულდასმით გარეცხილი შეფუთვა გახსენით შეწებების ადგილებში, ისე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.



  2. გაზომეთ რეზბიანი თავსახურის დიამეტრი და გადაიტანეთ ის მუყაოს ყუთზე. გამოჭერით.



  3. მოხერხებისამებრ (თავსახურის ტიპის მიხედვით) ამოჭერით თავსახური და ჩასვით მასში წინასწარ გამოჭრილი მუყაოს ზედაპირი.



  4. აი ასე უნდა გამოიყურებოდეს თქვენს მიერ მომზადებული ნივთი.



  5. სუპერმოსახერხებელი საცავი ფხვიერი პროდუქტებისთვის მზადაა!



ასე თქვენ შეგიძლიათ დაამზადოთ სხვადასხვა ფორმისა და ზომის საცავების მთელი სერვისი. ხოლო იმისათვის, რომ ქილების იერი უფრო ლამაზი იყოს, შეგიძლიათ შეღებოთ ისინი აკრილის საღებავით: თავდაპირველად თეთრით, ხოლო მას შემდეგ რაც პირველი ფენა გაშრება - ნებისმიერი ფერით.

შესაძლოა თქვენთვისაც არის ცნობილი მუყაოს ყუღების გამოყენების საინტერესო იდეები! გაგვიზიარეთ ისინი კომენტარებში და აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს!