მეცნიერების მტკიცებით, კარტოფილის წვენი ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს, გვიწმენდს ორგანიზმს, გვაშორებს აკნეს და ა.შ.

მეცნიერების მტკიცებით, კარტოფილის წვენი ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს, გვიწმენდს ორგანიზმს, გვაშორებს აკნეს და ა.შ.
კარტოფილის სამკურნალო თვისებების შესახებ ჯერ კიდევ მრავალი საუკუნის უკან ფლობდნენ ინფორმაციას. ამ გასაოცარი ბოსტნეულის დახმარებით უამრავი სერიოზული დაავადების თავიდან არიდებაა შესაძლებელი.

კარტოფილის 7 უპირატესობა
  • ამ ბოსტნეულის წვენი არაჩვეულებრივი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. ის გვეხმარება ისეთი ანთებითი დაავადებების სიმპტომების შემსუბუქებაში, როგორიც ართრიტია. გარდა ამისა, ეს წვენი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მთელ ორგანიზმში.

  • კარტოფილი წვენი თავიდან აგარიდებთ უამრავ სერიოზულ დაავადებას, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევებს და სიმსივნესაც კი.

  • კარტოფილის წვენი გასაოცარი საშუალებაა ეგზემისა და აკნეს წინააღმდეგ საბრძოლველად.

  • ამ ბოსტნეულის წვენი შეგიწყობთ ხელს წონის დაკლებაში. ამისათვის, მიირთვით ერთი ჭიქა კარტოფილის წვენი დილით, საუზმობამდე რამდენიმე წუთით ადრე და საღამოს, დაძინებამდე 2 ან 3 საათით ადრე. გემოს გაუმჯობესების მიზნით შეგიძლიათ გაურიოთ მასში მცირეოდენი თაფლი.

  • კარტოფილის წვენი არაჩვეულებრივია პოდაგრის დროს. ის გამოდევნის შარდმჟავას კრისტალებს თქვენი ორგანიზმიდან.

  • კარტოფილის წვენი ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს.

  • ამ ბოსტნეულის წვენი ყველაზე იაფი და ამავდროულად ძალზედ ეფექტური საშუალებაა ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის.

თუ გსურთ გაიწმინდოთ ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი, მიირთვით ერთი ჭიქა კარტოფილის წვენი ყოველდღიურად. მეტიც, ამ პროდუქტს საკმაოდ ხშირად გამოიყენებენ იაპონიაში და სხვა მრავალ ქვეყანაში ჰეპატიტის სამკურნალოდ.

როგორ მივიღოთ ეს სამკურნალო პროდუქტი?

კარგად გარეცხეთ კარტოფილი, გაასუფთავეთ კანისგან და გაატარეთ წვენსაწურში. წვენი აუცილებლად უნდა იყოს ახლადმომზადებული. გემოს გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ ჩაამატოთ მასში მცირეოდენი თაფლი, ლიმონის, სტაფილოს ან ვაშლის წვენი.



იფიქრებდით ოდესმე, რომ ეს უბრალო, ყველასთვის საყვარელი პროდუქტი ამდენ სასარგებლო თვისებას ფლობს? თუ მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ინფორმაცია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს.