მარტივი რეცეპტი, რომელიც 72 საათში ტოქსინებს ორგანიზმიდან გამოდევნის და მეტაბოლიზმს აჩქარებს!

მარტივი რეცეპტი, რომელიც 72 საათში ტოქსინებს ორგანიზმიდან გამოდევნის და მეტაბოლიზმს აჩქარებს!
ცხოვრების წესი ყოველთვის გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. თუ თქვენ ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნებოთ, რომელიც სწორი კვებით და ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობს, მაშინ თქვენი ჯანმრთელობა საფრთხეში არ არის. მაგრამ, თუ თქვენ ნაკლებ ყურადღებას აქცევთ კვების რაციონს და უმოძრაო ცხოვრების წესს ეწევით, აუცილებლად უნდა გაეცნოთ ამ სტატიას.

ასეთ ადამიანებს ემუქრებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. ისინი, თავიანთი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, დგებიან საკმაოდ სერიოზული დაავადებების განვითარების საფრთხის წინაშე (გაუვალობა, ჭარბი წონა, დიაბეტი და სხვა)...

არსებობს ორგანიზმის ტოქსინებისაგან გაწმენდის საშუალებები, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას აუმჯობესებს. რეცეპტი, რომელსაც გაგაცნობთ, გაგათავისუფლებთ ტოქსინებისაგან და მოგიგვარებთ ჭარბ წონასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ასევე გაგიაუმჯობესებთ მეტაბოლიზმს.

ეს სასმელი აბსოლიტურად ორგანულია და ბუნებრივი საშუალებებით მზადდება.

ინგრედიენტები:
  1. ნიახურის 2 ღერო
  2. 2 ს/კ გახეხილი ჯანჯაფილი
  3. ½ ლიმონის წვენი
  4. მწარე წიწაკა/ჩილი, ფხვნილი
  5. 1 ჭიქა პომიდვრის წვენი

მომზადების წესი:

ნიახურის გარდა, ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და გათქვიფეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. გადმოიტანეთ მიღებული მასა ჭიქაში და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიახური.

ყოველდღიურად, საჭმლის მიღებამდე და მიღებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ დალიეთ ეს ნაყენი 3 ჭიქის ოდენობით. 3 დღეში შეამჩნევთ თქვენი იმუნური სისტემის და საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ამ ნაყენით მკურნალობისას დღის რაციონიდან საერთოდ უნდა ამოიღოთ ცხიმიანი საკვები და "ფასტ ფუდი".