2017 წლის ზამთრის სეზონის 10 ულამაზესი იმიჯი
ოჰ, ეს ზამთრის სიცივეები, რომლებიც გაიძულებს, კომბოსტოსავით ჩაცმულმა იარო... რა უნდა მოიმოქმედო ასეთ შემთხვევაში, როცა გსურს, მოდურად და ლამაზად გამოიყურებოდე და თანაც თბილად იყო. 2017 წელს დიდი პოპულარობით სარგებლობს ლაბადები და ე.წ. ”დუტის” ქურთუკები, მთავარია, ზამთრის ვარიანტი შევარჩიოთ. უამრავი გოგონა არც კი აკვირდება, თბილია ის თუ არა... ეს საშინებელაა! დაიმახსოვრეთ ერთი მარტივი წესი: ქალის ჯანმრთელობის მთავარი საწინდარი - სწორად შერჩეული ზამთრის გარდერობია!