ხშირად, ჩვენ სილიკაგელის პაკეტებს ვყრით. არადა, მათი გენიალურად გამოყენება შეიძლება!

როდესაც რაიმე ტექნიკას, ტანსაცმელს, ფეხსცაცმელს ან ჩანთას ვყიდულობთ, ხშირად ამ ნივთებს პატარა პაკეტი მოჰყვება, რომელსაც ”სილიკაგელი” აწერია. იგი შეიცავს გრანულირებულ ნივთიერებას, რომელიც შეიწოვს სითხეს და ამგვარად იცავს ნივთს დაზიანებისგან.
უმეტეს შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ ვყრით ამ პაკეტებს, რადგან არ ვიცით, რა სარგებელი მოაქვთ მათ. დღეს ჩვენ სწორემ ამ სარგებელზე ვისაუბრებთ.
როგორ გამოვიყენოთ სილიკაგელი
დანესტიანებული ტანსაცმელი
თუ თქვენი ტანსაცმელი შვებულების შემდეგ ჯერ კიდევ ნესტიანია, მოათავსეთ ჩემოდანში სილიკაგელი. სინესტის სუნი მალევე გაქრება.
დაგისველდათ მობილური

თუ მობილური დაგისველდათ, უბრალოდ გამორთეთ მოწყობილობა, ამოიღეთ აკუმულატორი და სიმ-ბარათი, შემდეგ ჩადევით სილიკაგელიან თასში. იგი მთელ სითხეს შეიწოვს.
სპორტული ჩანთა უსიამოვნო სუნით

თუ ჩანთაში სილიკაგელის რამდენიმე პაკეტს მოათავსებთ, უსიამოვნო სუნი აღარ შეგაწუხებთ.
ფოტოაპარატის დაორთქლილი ლინზა

მოათავსეთ ფოტოაპარატის შალითაში სილიკაგელის პაკეტები, ან გამოიყენეთ #1 პუნქტის მეთოდი.
თესლების შენახვა

თუ შეუფუთავი თესლის შენახვა გსურთ ისე, რომ ზამთრისთვის არ დანესტიანდეს, ჰერმეტულ ჭურჭელში მოათავსეთ სილიკაგელის პაკეტები და ჩაყარეთ თესლი. პრობლემა გადაწყვეტილია!
ყვავილების გახმობა

ყვავილები უფრო სწრაფად გახმება, თუ მათ ქაღალდში სილიკაგელის რამდენიმე პაკეტთან ერთად გავახვევთ.
ფოტოსურათების შენახვა

თუ კარგი მოგონებების დიდ ხანს შენახვა გსურთ, რომლებიც ძველ ფოტოებზეა აღბეჭდილი, ფოტოების ყუთში მოათავსეთ სილიკაგელის პაკეტები.
დაგვეთანხმებით, კარგია ასეთი სასარგებლო ინფორმაციის მიღება. თანაც, ამ აბსორბენტს სრულიად უფასოდ იღებ. თითქმის, თუ შეძენილ ნივთს არ გავითვალისწინებთ.