ქუსლების მოვლა პროფესიონალურად სახლის პირობებში!

ქუსლების მოვლა პროფესიონალურად სახლის პირობებში!
კარგად მოვლილი ფეხის ტერფები მხოლოდ ესთეტიკური თვალსაზრისით არ არის მიმზიდველი. ტერფების მდგომარეობა დიდწილად განაპირობებს ჩვენი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას. თუმცა ბევრი ამას დიდი ყურადღებას არ აქცევს.

ზოგიერთს მუდმივად პედიკურისთვის სალონში სიარული ეზარება, ან უბრალოდ ამისთვის ფული არ ყოფნის. ამიტომ გთავაზობთ პროცედურას, რომლებიც თქვენს ქუსლებს არაჩვეულებრივად წაადგება.

ინგრედიენტები:
  • 4 ჭიქა რძე
  • 3 სუფრის კოვზი საცხობი ფხვნილი (ე.წ. baking powder)

ინსტრუქცია:

  • აადუღეთ რძე
  • ჩაასხით ტაშტში, რომელშიც თავისუფლად მოათავსებთ ორივე ფეხს.
  • დაამატეთ ფხვნილი და კარგად აურიეთ.
  • დარწმუნდით, რომ ძალიან ცხელი არ არის.
  • ჩააწყვეთ რძეში ფეხები და მოდუნდით 10 წუთით.
  • დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით და კარგად შეიშრეთ.
  • უკეთესი შედეგის მისაღწევად, გაიმეორეთ ყოველდღიურად.