ეს პროდუქტი, რომელიც ყველა სამზარეულოშია, საუკეთესოა არასასურველი თმის მოსაშორებლად!
შაქრის ეპილაცია - ეს მთელი თავგადასავალია. მაგრამ თუ მის სწორად გამოყენებას ისწავლით, არასასურველი თმის მოსაცილებელი სხვა საშუალებები მომენტალურად არასრულყოფილი მოგეჩვენებათ.
შუგარინგი საშუალებას იძლევა, პატარა თმები ძირფესვიანად ამოიღოთ, ამ პროცედურის დროს თმის სტრუქტურა ირღვევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კანი დიდ ხანს იქნება გლუვი და ლამაზი. შაქრის საშუალება ნატურალურია, ჰიპოალერგენულია და მგრძნობიარე კანს უხდება.
რა თქმა უნდა, როდესაც კარამელის მასას კანს აცილებ, ცოტათი მტკივნეულია, მაგრამ ჩვეულებრივი ეპილაცია ბევრად უარესია. შუგარინგი არ იწვევს გაღიზიანებას, შაქრის ნარევის ნარჩენებს კი იოლად მოიცილებთ თბილი წყლით.
პასტა შაქრის ეპილაციისთვის
ინგრედიენტები
მომზადების წესი და გამოყენება
პირველი ცდით ყველა თმა ვერ მოგცილდებათ - ნუ გაგიკვირდებათ, ეს ნორმალურია. გაიმეორეთ პროცედურა. ეპილაციის დისკომფორტს შედეგი აანაზღაურებს: 2-3 კვირის განმავლობაში თმა არ ამოგივათ.

- 6 ს.კ. შაქარი
- 2 ს.კ. წყალი
- 1 არასრული ს.კ. ლიმონის მჟავა
მომზადების წესი და გამოყენება
- შეურიეთ შაქარი და წყალი და დადგით ნელ ცეცხლზე. ადუღების შემდეგ დაამატეთ ლიმონის მჟავა. მოურიეთ მომზადებისას.
- როცა პასტა თაფლისფერი გახდება, შეამოწმეთ, მზად არის თუ არა - ჩააწვეთეთ წყლიან ჭიქაში. თუ წვეთი არ გაიხსნა -ე.ი. მზადაა.
- გადაასხით პასტა პლასტმასის თასში და ოთახის ტემპერატურამდე გააცივეთ.
- მოაყარეთ კანს ტალკი. წაისვით შაქრის პასტა თმის ზრდის საწინააღმდეგო მხარეზე. დაჭიმეთ კანი რაც შეიძლება ძლიერ და მოახიეთ პასტა თმის ზრდის მხრიდან.
პირველი ცდით ყველა თმა ვერ მოგცილდებათ - ნუ გაგიკვირდებათ, ეს ნორმალურია. გაიმეორეთ პროცედურა. ეპილაციის დისკომფორტს შედეგი აანაზღაურებს: 2-3 კვირის განმავლობაში თმა არ ამოგივათ.