ართრიტის მკურნალობა დოქტორ ნატალია ლიუბიმოვას მეთოდით. სცადეთ აუცილებლად!

ართრიტის მკურნალობა  დოქტორ  ნატალია  ლიუბიმოვას მეთოდით. სცადეთ აუცილებლად!
FPAPARAZZI -ის რედაქცია გთავაზობთ დოქტორ ნატალია ლიუბიმოვას სამკურნალო არაჩვეულებრივ მეთოდს. სცადეთ და შედეგით მართლაც ძალიან კმაყოფილი დარჩებით!

2 ს/კ ქაფურის ზეთი და არასრული 1 ს/კ თაფლი ( სასურველია სქელი ) აურიეთ ერთმანეთში. კომბოსტოს თავს მოაცილეთ ფოთოლი, ამოაჭერით ამობურცული წებო ისე, რომ არ დაარღვიოთ ფოთლის მთლიანობა და გადმოატრიალეთ, წაუსვით მიღბული მასა ერთროულად ფოთოლს და მუხლის სახსარსაც. შემდეგ დაიფინეთ სახსარზე ფოთოლი, დააფარეთ ცელოფნის ნაჭერი ზემოდან, დაადეთ ორმაგად მოკეცილი გაზეთი და შეფუთნეთ ზონარის სახვევით ისე, რომ მაშინვე დაბლა არ ჩამოიწვეთოს. წამოწექით 1 სთ-ით. 4 სთ-ის შემდეგ სახსარი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ დაავადებული სახსარი ძალიან მგრძნობიარეა სიცივისადმი. ამიტომ ეცადეთ, მუხლი თბილად გქონდეთ დაფარული შალის ნაჭერით ღამითაც კი.

მკურნალობა უნდა იყოს კომპლექსური. ამისათვის აუცილებელია:
  1. კომპრესები გაიკეთეთ 3 დღის ინტერვალებით, ხოლო ამ 3 დღეში ყოველდღიურად მიიღეთ 1 ჩ/კ თევზის ქონი ხრტილოვანი სახსრების " დასაზეთად" .
    სელის ნაჭერი დაალბეთ ქრისტესისხლას მუქ ხსნარში, შეიფუთნეთ მუხლი, გაიჩერეთ არანაკლებ 40 წთ-სა. შემდეგ დაიზილეთ მუხლი მცენარეული ზეთით.

  2. გთავაზობთ ხალხური მედიცინის რეცეპტებს სხვა წყაროებიდან:
    • 2 ჩ/კ ძმარი, 200 მლ გაცივებული ანადუღარი წყალი და 2 ჩ/კ თაფლი შეურიეთ ერთმანეთში. სვით ორ - ორი ჩ/კ-ით 3-ჯერ დღეში ჭამის წინ 30 წთ-ით ადრე.


    • 100 გრ ნიორი დანაყეთ, დაასხით 100 გრ არაყი . ერთი კვირა დააყენეთ. შეიზილეთ სახსრებში დილა - საღამოს.

    • გაადნეთ თაფლის ცვილი და ცხელ მდგომარეობაში დაიდეთ იგი სახსარზე ფენებად მარლაში გახვეული ( 4 ფენამდე).

    • დაიზილეთ სახსრები ახლად გაჭრილი ხახვის ბოლქვით. ძმარვის შემთხვევაში პროცედურა შეწყვიტეთ.

    • გახეხეთ პირშუშხას ნედლი ფესვები მსხვილ სახეხზე, მოთუთქეთ ცხელ წყალში ნელ ცეცხლზე, გადმოიღეთ ტილოს ნაჭერზე, რომელიც აგრეთვე უნდა დავასველოთ ნახარშში, და დაიფინეთ სახსარზე.

    • 2 ს/კ ოროვანდის დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 300 მლ წყალი, 20 წთ ადუღეთ, 1 სთ დააყენეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზით 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ-ით ადრე. ეს ნაყენი აგრეთვე შეგიძლიათ დალიოთ ყოველდღე. ყველა დანარჩენი პროცედურა ჩაიტარეთ მონაცვლეობით ლიუბიმოვას კომპრესისაგან თავისუფალ 3 დღეში.

  3. აუცილებელია ფიზიკური ვარჯიშებიც. დაგისახელებთ მხოლოდ ერთ მნიშვნელოვან ვარჯიშს:
    ფეხზე მდგომმა, ოდნავ მოხრილი მუხლებით გააკეთეთ მარცხნივ და მარჯვნივ წრიული მოძრაობები, რამდენსაც შეძლებთ. ბევრი იარეთ!

სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური