თუ თქვენ ცხიმოვან ფენებს ვერაფრით იშორებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს!

თუ თქვენ ცხიმოვან ფენებს ვერაფრით იშორებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს!
ქრონიკული დაღლილობა, ყაბზობა, თავბრუსხვევა, ღებინების შეგრძნება, ცხიმიანი საკვების რთულად გადამუშავება, თავის ტკივილი, ძილის რეჟიმის დარღვევა - თუ თქვენ ამ სიმპტომებიდან რომელიმე აღგენიშნებათ, აუცილებელია ნაღვლის გამომუშავების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

ღვიძლი პასუხისმგებელია დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 1,5 ლიტრი ნაღვლის გამომუშავებაზე, რომელიც ნაღვლის ბუშტში გროვდება. ეს უკანასკნელი ორგანო კი თამაშობს გადამწყვეტ როლს ცხიმის შთანთქმაში. გარდა ამისა, ნაღვლის ბუშტი წარმოადგენს საცავს დამატებითი ჰორმონებისთვის, ქიმიური ნივთიერებებისთვის, მძიმე მეტალებისთვის და სხვა მსგავსი ტოქსინებისთვის, რომლებიც სასწრაფოდ უნდა გამოიდევნოს ორგანიზმიდან.

თუ უამრავი მცდელობის მიუხედავად ვერ ახერხებთ მუცლიდან ცხიმების მოშორებას, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ღვიძლის ფუნქციონირება დარღვეულია და ის ვერ გადაამუშავებს ცხიმებს. თუ ორგანიზმში არ გამომუშავდება საკმარისი რაოდენობით ნაღველი, ის კარგავს ცხიმში ხსნადი ისეთი ვიტამინების შთანთქმის უნარს, როგორიცაა: D, K, E და A ვიტამინები.

საბედნიეროდ, არსებობს სამი საკვები ნივთიერება, რომელიც დაგეხმარებათ ზემოთ ნახსენები პრობლემის გადაჭრაში და ხელს შეგიწყობთ მაღალხარისხიანი ნაღვლის გამომუშავებაში.

ჯანჯაფილი - გიხსნით ყაბზობისგან და დაგეხმარებათ თირკმელებიდან კენჭების გამოდევნაში.

ქოქოსის ზეთი - უნიკალური პროდუქტი, რომელიც დაგეხმარებათ ცხიმის ლიპოლიზის გაუმჯობესებაში. (ლიპოლიზი - პროცესი, როდესაც ორგანიზმი ცხიმს იყენებს ენერგიის წყაროდ).

ჭარხლის წვენი - თავიდან აგარიდებთ ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნას, გამოდევნის ორგანიზმიდან ქიმიურ ნივთიერებებს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს და სტიმულირებს ნაღვლის გამომუშავებას.

თუ გსურთ თავიდან აირიდოთ ორგანიზმის დაბინძურება ტოქსინებითა და სხვა მავნე ნივთიერებებით, გათავისუფლდეთ ჭარბი წონისგან და პრობლემურ ზონებში ცხიმოვანი ფენებისგან, მაქსიმალურად გაამდიდრეთ საკუთარი კვების რაციონი ზემოთ მოცემული 3 პროდუქტით.