გეომეტრიული ფიგურები: 2017 წლის მოდური მანიკურის 14 იდეა
ოქროს შემოდგომა - ეს გახლავთ ყვითელი, ყავისფერი და წითელი ფერების ზეიმი. მანიკური ბუნების ფერებისგან ოდნავ განსხვავებული უნდა იყოს, განსაკუთრებით, ასეთ კაშკაშა პერიოდში. სწორი ხაზები, გეომეტრიული ფიგურები, რომლის დახატვაც ერთი შეხედვით რთულია, ქალის იმიჯის შესანიშნავ დანამატად იქცა, როგორც ყოველდღიურობაში, ასევე, სადღესასწაულოდ. თუ მათ ცოტათი მოვრთავთ სტრაზებით და ბრჭყვიალებით, ეფექტს კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ასეთი მანიკურის შესრულება კი ადვილია სპეციალური ტრაფარეტებისა და საკანცელარიო სკოჩის გამოყენებით.