14 ულამაზესი მარტივი ვარცხნილობა გრძელი თმისთვის

ეს ვარცხნილობები ყველა სიტუაციაში გამოგადგებათ, სამსახურისთვის, შვებულებისთვის და თუნდაც ისეთი მნიშვნელოვანი დღისთვისაც, როგორიც ქორწილია. და მათ გასაკეთებლად მხოლოდ 10 წუთი დაგჭირდებათ!
- მსუბუქი ნაწნავი
სრულყოფილი ბოჰემური იმიჯი გინდათ? სცადეთ მსუბუქი ფრანგული ნაწნავისა და გაშვებული კულულების კომბინაცია. დაუმატეთ თქვენი საყვარელი აქსესუარიც!
- გრეხილი კოსა
თუ უფრო საყვარელი, მაგრამ თან ელეგანტური ლუქი გინდათ, სცადეთ ეს ვარცნილობა, ამისთვის სულ 4 მარტივი საფეხურია საჭირო!
- კულულებიანი საქორწილო ვარცხნილობა
ამ ვარცხნილობის სახელწოდება ლამაზი ქაოსის სინონიმია! ის კომფორტულთან ერთად ძალიან სექსუალურიცაა!
- ფრანგული ნაწნავი ზონარზე
დრო არ გყოფნით სტილისთან ვიზიტისთვის? აიღეთ ზონარი და სცადეთ მასზე თმის დაწნა, ვარცხნილობის პრობლემას მარტივად მოაგვარებთ!
- რომანტიკული გრეხილი
ეს მარტივი და ელეგანტურია.
- გაწეწილ-დაგრეხილი ვარცხნილობა
არ აქვს მნიშვნელობა, პატარძალი ხართ თუ საქმიან შეხვედრაზე გაგვიანდებათ, ეს ვარცხნილობა მშვენიერი გამოსავალია!
- დაბალი კოსა
ძალიან ქალური და დახვეწილი ვარცხნილობა. იმდენად სრულყოფილია, რომ შეგიძლიათ, ნებისმიერ სიტუაციაში თამამად აირჩიოთ.
- ყოველდღიური ქაოტური კოსა
ვის არ უყვარს ეს ყოველდღიური ქაოსი თავზე, დატვირთული სამუშაო დღის განმავლობაში? ძალიან სახალისო და მოდურია გამოსავალია რუტინული დღის გადასაგორებლად.
- ნახევრად აწეული თმა
ლამაზი ვარცხნილობა დახვეწილობის ელემენტებით.
- გრეხილი გვირგვინი

- ნახევრად აწეული თმა გრეხილი ნაწნავით
ნებისმიერი წვეულებისა თუ ღონისძიებისთვის. ასევე კარგი ვარიანტია თმის დახვევიდან მეორე დღეს.
- ნახევრად აწეული თმა ლენტით
ეს კლასიკური ვარცხნილობაა პირველი პაემნისთვის! ლამაზი და რომანტიკული - შესანიშნავი კომბინაციაა!
- სანახევროდ აწეული ვარცხნილობა თევზის კუდისებური ნაწნავით

- თევზის კუდისებური ნაწნავი
კიდევ ერთი ბოჰემური ვარცხნილობა, რომელიც შეგიძლიათ ფრიალა კაბას, ჯინსის შორტებსა და პერანგს შეუხამოთ.
- ყოველდღიური ქაოტური კოსა

