6 ყველაზე სტაბილური წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

6 ყველაზე სტაბილური წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რომანის დასაწყისი შეიძლება ბობოქარი იყოს, მაგრამ არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს იგი და რაში შეიძლება გადაიზარდოს. ჩავიხედოთ ჰოროსკოპში და გავიგოთ, რომელ წყვილს აქვს ყველაზე მაღალი შანსი, იცხოვროს ერთად დიდ ხანს და ბედნიერად.

ვერძი და ტყუპები
ძლიერ ქარს ცეხლი ცამდე აჰყავს, ნაპერწკლები ყველგან იფრქვევა. ქარი და ცეცხლი, ორი სტიქია, რომელიც ვერძსა და ტყუპებს მართავს, ერთმანეთს ძალიან საჭიროებს, როგორც ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული პარტნიორები. გარდა ამისა, ურთიერთლტოლვა ძლიერია არამხოლოდ ფიზიკურ, არამედ, ინტელექტუალურ დონეზეც. მათ ოპტიმიზმი და ცხოვრებისადმი სიყვარული აერთიანებს. მეტი რა არის საჭირო იმისათვის, რომ ერთმანეთით დატკბე და ყოველი ახალი დღის გათენება გიხაროდეს?

მშვილდოსანი და ლომი
რა ურთიერთობა შეიძლება დამყარდეს ორ ცეცხლოვან ნიშანს შორის? რა თქმა უნდა, ცხელი! ლომებსა და მშვილდოსნებს ძლიერი ხასიათი და მეტოქეობის ჟინი ახასიათებთ. ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ ერთმანეთის მეტოქეები გახდებიან. ალბათ, ასეც მოხდება, თუ საქმე ნამდვილ სიყვარულს არ ეხება. ერთი კაშკაშა, მგზნებარე პიროვნება კარგია, მაგრამ ორი - უკეთესი, თუ მათ ერთად ცხოვრება და გაბედნიერება გადაწყვიტეს. მათი წარმატება და მიღწევები გაორმაგდება!

სასწორი და ვერძი
ორივე ნიშანს კომუნიკაბელურობა ახასიათებს. და რაც ყველაზე მთავარია, ერთად ისინი ქმნიან გუნდს, რაც წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. გარშემომყოფები აღფრთოვანებული არიან - და რა ხდება ამ წყვილს შორის? სასწორის მფარველი - ქალური ვენერა და ვერძის მამაკაცური მფარველი - მარსი, განაპირობებს მათ ხასიათს. შედეგი - მუდმივი სასიყვარულო ძაბვა და სექსუალური ენერგიის გაცვლა, რომელიც ერთობლივ ცხოვრებას მუდმივ ძრავად აქცევს.

მორიელი და კირჩხიბი
კირჩხიბებზე ამბობენ, რომ მესაკუთრეები არიან, და სწორედ ეს თვისება არის ეჭვიანი მორიელისთვის ზედგამოჭრილი. ასეთი ურთიერთობა ამშვიდებს მათ და ჰმატებს მათ რწმენას, რომ მუდამ სასურველი და საყვარელი დარჩებიან. თავის მხრივ, ვნებიანი მორიელი ყველაფერს გააკეთებს, კირჩხიბი საკუთარი ნაჭუჭიდან რომ გამოიყვანოს. ერთი სიტყვით, ამ კავშირში ორივე თავს დაცულად იგრძნობს.

თხის რქა და კურო
მიწის სტიქიებს აერთიანებს მძლავრი და სანდო ძალა, რომლითაც აჯიილდოვებს მშობლიური სტიქია. მათ ვინც მიწაზე მყარად დგას, ყველაზე უკეთ ესმის ერთმანეთის, ვიდრე თავისი თვალსაზრისი აუხსნას, მაგალითად, ჰაერის სტიქიის წარმომადგენელ მეოცნებეებს. თუ თქვენი ცხოვრება ხანგრძლივი მოზზაურობაა, ისეთი პარტნიორები, როგორებიცაა თვის რქა და კურო, შესანიშნავად იქნებიან მისთვის მომზადებული და ერთად შორს წავლენ.

თევზები და კურო

წყალი კვებავს მიწას, მიწა კი თავის მხრივ, სანდო საფუძველია წყლის ნაკადისთვის. ამ სტიქიების ურთიერთქმედება ქმნის თითქმის იდეალურ პირობებს ხანგრძლივი და ნაყოფიერი ურთიერთობებისთვის. კუროს პრაქტიკულობა და საღი გონება შესანიშნავად აბალანსებს თევზების ღრმა, ემოციურ და მეოცნებე ბუნებას. ეს იდეალური კავშირია!