როგორ მოვიშოროთ კბილის ნადები 5 წუთში სახლის პირობებში? ყველაზე იაფი და ეფექტურია

როგორ მოვიშოროთ კბილის ნადები 5 წუთში სახლის პირობებში? ყველაზე იაფი და ეფექტურია
ყვითელი ნადები კბილებზე - საკმაოდ გავრცელებული პრობლემა, რომელიც უამრავ ადამიანს აწუხებს. ვაღიაროთ, ეს პრობლემა, რომელიც უდიდეს დისკომფორტთანაა დაკავშირებული, ჩვენს თვითშეფასებას რამდენჯერმე ადაბლებს. თუ თქვენ ეს პრობლემა გაწუხებთ და გსურთ თავიდან აირიდოთ მომავალში სერიოზული გართულებები, დროულად იზრუნეთ მის გადაჭრაზე და აუცილებლად მიმართეთ დახმარებისთვის უებარ საშუალებას, რომელსაც ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ.

ყველაზე ხშირად ამ პრობლემისგან მწეველები იტანჯებიან, რადგან ნიკოტინი, რომელიც კბილის ემალზე გროვდება, მას ყვითელ შეფერილობას აძლევს. კბილის ნადების განვითარების მაღალი რისკვის ქვეშ იმყოფებიან ყავისა და საღეჭი რეზინის მოყვარულებიც. ნადების გაჩენა კბილებზე წარმოადგენს პირის ღრუს ისეთი სერიოზული დაავადების წინაპირობას, რომელიც კარიესზე საშიშია და მან შეიძლება კბილების ცვენამდე მიგვიყვანოს.

მსგაის საშინელი დაავადებების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია ყოველ 6 თვეში ერთხელ სტომატოლოგთან ვიზიტი. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცედურა დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული, ადამიანების უმრავლესობა მაინც არიდებს მას თავს. თუ თქვენ ამ ადამიანების სიას მიეკუთვნებით, ჩვენ სასიამოვნო სიახლე გვაქვს. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ საშუალებას, რომელიც ხანმოკლე დროში გაგიქრობთ კბილის ნადებს და არაჩვეულებრივია სხვადასხვა სერიოზული დაავადებებისა და ინფექციების თავიდან ასარიდებლად.

ინგრედიენტები:
  • 1/2 ლიტრი წყალი
  • 60 გრამი კაკლის ნაჭუჭი

მომზადება და გამოყენება:

დაფქვით 60 გრამი კაკლის ნაჭუჭი, მოათავსეთ ის ალუმინის ჭურჭელში, დაასხით 1/2 ლიტრი წყალი და ადუღეთ ნარევი დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. შედეგად თქვენ მიიღებთ კბილის პასტის კონსისტენციის მქონე მასას, რომელიც უნდა დაიტანოთ ჯაგრისზე და იხეხოთ კბილები 5 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ ეს პროცედურა თვეში 2-ჯერ.