ძალიან ეფექტური და მარტივი რეცეპტი მუხლების ტკივილის სამკურნალოდ.

ძალიან ეფექტური და მარტივი რეცეპტი მუხლების ტკივილის სამკურნალოდ.
მინდა, მკითხველს ვასწავლო არაერთხელ ნაცადი რეცეპტი მუხლების ტკივილისთვის.

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 1 ჩ/კ თაფლი
  • 7 წვეთი იოდი

მომზადების და გამოყენების წესი:

შეურიეთ ერთმანეთში თითო ჩ/კ მარილი, სოდა და თაფლი, დაამატეთ 7 წვეთი იოდი. ეს ნარევი წაისვით მტკივანი მუხლის გარშემო და შეიხვიეთ შალის ნაჭრით, გაიჩერეთ 15-20 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით , კარგად გაიმშრალეთ და ისევ შეიხვიეთ მშრალი ნაჭრით.
5-6 სეანსის შემდეგ მუხლის ტკივილი მოგეხსნებათ.


ექიმის კომენტარი:

მკითხველის მიერ მოწოდებული რეკომენდაცია გულისხმობს დაზიანებულ სახსარზე ადგილობრივ ზემოქმედებას აქტიური ნივთიერებებით, რომელთაც გააჩნიათ ანტიბაქტერიული, ანტიანთებითი, რეგენერაციული პროცესების მასტიმულირებელი, შეშუპების მომხსნელი ეფექტები.
იოდი ცნობილია, როგორც ანტიანთებითი ( ჭრილობების დასამუშავებელი ანტიბაქტერიული ) საშუალება. თუმცა მას ამავე დროს აქვს ადგილობრივი მიკროცირკულაციის ( ქსოვილოვანი სისხლის მიმოქცევის ) გამააქტიურებელი ეფექტი, რაც დადებით შედეგს იძლევა ხოლმე ანთებითი პათოლოგიების დროს. მარილი და სოდა ამ შემთხვევაში ქმნის ჰიპეროსმოსურ მდგომარეობას სამკურნალო ნარევში, რაც იმას ნიშნავს , რომ ასეთი ნარევი ქსოვილებიდან გამოიტანს შეშუპებით სითხეს. რაც შეეხება თაფლს, მას კომპლექსური ანტიანთებითი და ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია.
შალის ნაჭერი კი კომპრესის ეფექტს ქმნის და ამგვარად უზრუნველყოფს რეცეპტის ყველა აქტიური ნივთიერების ზემოქმედებას ქსოვილებზე.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი