ჩაის არომატული, მსუბუქი ლიქიორი

ჩაის არომატული, მსუბუქი ლიქიორი
fpaparazzi შემოდგომის გრილი საღამოებისთვის არომატულ, მსუბუქ ალკოჰოლურ სასმელს გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
  • შავი ჩაი 40 გ
  • შაქარი 180 გ
  • კონიაკი 380 მლ
  • წყალი 180მლ +900 მლ
  • ვანილი

მომზადების წესი:
1. ქვაბში ჩავყაროთ შაქარი, დავასხათ 180 მლ წყალი და 2 წუთით წამოვადუღოთ. არ მოვურიოთ, ისე გავაციოთ.
2. სხვა ქვაბში ჩავყაროთ ჩაი, დავასხათ 900 მლ მდუღარე წყალი. დავაყენოთ 5 წთ, შემდეგ კი გავწუროთ.
3. ჩაი შევურიოთ შაქრიან სიროფს, დავამატოთ ვანილი და კონიაკი.
4. გადავასხათ მინის ჭურჭელში, მჭიდროდ თავდახურული დავდგათ 7-10 დღე.
გემრიელად მიირთვით!