მხოლოდ ერთი კოვზი ეს ნივთიერება და გაიქათქათეთ კბილები!

მხოლოდ ერთი კოვზი ეს ნივთიერება და გაიქათქათეთ კბილები!
დღესდღეობით უამრავი ადამიანი იტანჯება კბილებთან დაკავშირებული პრობლემებისგან, რაც არაჯანსაღი დიეტითაა განპირობებული. ნადები - ბაქტერიების უფერო წებოვანი ფენა, რომელიც აფუჭებს და აზიანებს კბილის ემალს. თუ ჩვენ დროულად არ ვიზრუნებთ პრობლემის გადაჭრაზე, მან შეიძლება გაცილებით მასშტაბური ფორმები შეიძინოს და პირის ღრუს სხვადასხვა სერიოზულ დაავადებებამდე მიგვიყვანოს.

რა თქმა უნდა, რეკომენდირებულია პროფესიონალისგან დროულად შესაბამისი დახმარების მიღება, თუმცა უამრავი ადამიანისთვის სტომატოლოგთან ვიზიტი დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ჩვენი რედაქცია გთავაზობთ გასაოცარ მეთოდს, რომლის დახმარებითაც თქვენ სახლის პირობებში შეძლებთ კბილებიდან უსიამონო ნადების მოშორებას და პირის ღრუს გაჯანსაღებას.

ამისათვის თქვენ მხოლოდ ერთი ინგრედიენტი, ქოქოსის ზეთი დაგჭირდებათ, რომლის შეძენასაც ნებისმიერ აფთიაქში შეძლებთ.

პროცედურის მსვლელობა:

მოითავსეთ 1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი პირის ღრუში და ივლეთ 15-20 წუთის განმავლობაში. რეკომენდირებულია ამ პროცედურის საღამოს, დაძინების წინ ჩატარება. საკუთარი ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით ქოქოსის ზეთი არა მხოლოდ გვაშორებს ნადებს კბილებიდან, არამედ გვიქრობს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში. 20 წუთიანი პროცედურის შემდეგ გამოიხეხეთ კბილები ჩვეულებისამებრ.

სასიამოვნო შედეგს დაახლოებით 10 დღის შემდეგ იხილავთ.