როგორ შევამოწმოთ გვაქვს თუ არა ჯანმრთელი თმა?! ამისათვის უმარტივეს ხერხს გასწავლით!

როგორ შევამოწმოთ გვაქვს თუ არა ჯანმრთელი თმა?! ამისათვის უმარტივეს ხერხს გასწავლით!
თქვენ თუ იცით რამდენად ჯანმრთელია თქვენი თმა? როგორც ჩანს არსებობს მეთოდი იმის შესამოწმებლად საჭიროებს თუ არა თქვენი თმა დამატებით მოვლას.
ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ:
  • ჩვეულებრივი ჭიქა
  • წყალი
  • თმა


სუფთა თმის რამოდენიმე ღერი (5-6 ღერი საკმარისია) ჩადეთ წყლით სავსე ჭიქაში. თუ ისინი ზედაპირზე დაცურავენ, მაშინ თქვენი თმა შესანიშნავ მდგომარეობაშია. შეგვიძლია მოგილოცოთ!
თუკი თქვენი თმა წყალში დაიძირა, ეს არცთუ სასიამოვნო ფაქტია რადგან ეს ნიშნავს, რომ თქვენი თმა წყალს შთანთქავს ვინაიდან მის ნაკლებობას განიცდის.
თმის წესრიგში მოსაყვანად კვირაში 1-2 ჯერ საჭიროა დამატენიანებელი ნიღაბის გაკეთება ცხიმოვანი ზეთებით და ამინომჟავებით.
ასეთი პროცედურა არა მხოლოდ წყლით უზრუნველყოფს თმას, არამედ მასში არსებულ სიცარიელეებს გამოავსებს.