ტესტი: გამოავლინეთ თქვენი ბიოლოგიური ასაკი

ტესტი: გამოავლინეთ თქვენი ბიოლოგიური ასაკი
ცნობილია, რომ ბიოლოგიური ასაკი საგრძნობლად გამოირჩევა რეალურისგან. ეს დამოკიდებულია ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის მუშაობაზე. ზოგიერთი 40 წლის ადამიანის სხეული 60 წლისავით ფუნქციონირებს, ზოგიერთის კი პირიქით, 50 წლისა - როგორც 35. ამ მარტივი ტესტის მეშვეობით დაადგენთ, რამდენად ახალგაზრდა ან უფროსია თქვენი ორგანიზმი თქვენი პასტორტის ასაკზე..

მაშ ასე, შევუდგეთ!

1. ნერვული სისტემა

სთხოვეთ ვინმეს, ჩვეულებრივი სასკოლო 50-სანტიმეტრიანი სახაზავი ვერტიკალურად დაიჭიროს თქვენს წინ, ისე რომ ციფრი ნოლი ქვევით იყოს. თქვენი ხელი სახაზავზე დაახლოებით 10 სანტიმეტრის ქვევით. დამხმარე ნელ-ნელა ხელს უშვებს სახაზავს, თქვენ კი დიდი და საჩვენებელი თითებით უნდა დაიჭიროთ. რომელ ნიშნულზე გამოვიდა ეს?

ა) 20 სმ-მდე - თქვენი ნერვები 20 წლისაა.
ბ) 30 სმ - 30 წლის.
გ) 35-40 წლის.
დ) 40-50 წლის.
ე) 45-60 წლის.
ვ) ვერ მოასწარით დაჭერა - 70 და ზევით.

2. გულ-სისხლძარღვთა სისტემა

დადექით და გაიზომეთ პულსი. გააკეთეთ 20 ჩაჯდომა ჩქარ ტემპში. შემდეგ კვლავ დაითვალეთ პულსი. რამდენად მოიმატა?

ა) 10 დარტყმამდე - გულ-სისხლძარღვთა სისტემა 20 წლისაა.
ბ) 10-20 დარტყმით - 30 წლის.
გ) 20-30 დარტყმით - 40 წლის.
დ) 30-40 დარტყმით - 50 წლის.
ე) 40 და მეტით - 60 წლის.
ვ) ბოლომდე ვერ დაასრულეთ ჩაჯდომები - 70 და ზევით.

3. კუნთების ძალა

დაწექით იატაკზე ზურგით, ერთდროულად ასწიეთ მხრები და ტერფები. რამდენჯერ მოახერხეთ ამ სავარჯიშოს შესრულება?

ა) 40-ჯერ - 20 წლის ხართ.
ბ) 35-ჯერ - 30 წლის.
გ) 28-ჯერ 40 წლის.
დ) 15-ჯერ - 60 წლის.
ე) 12-ზე ნაკლები - 65 წელზე მეტი.


4. სახსრების მდგომარეობა

შეაერთეთ ხელები ზურგს უკან - ერთი ქვემოდან, მეორე - მხარიდან. შეეცადეთ შეეხოთ თითებით. რა გამოვიდა?

ა) იოლად შეაჯაჭვეთ თითები - თქვენი სახსრები 20 წლისაა.
ბ) თითები შეეხო, მაგრამ ვერ შეაჯაჭვეთ - 30 წლის.
გ) მტევნები ახლოსაა, მაგრამ თითები ვერ ეხება ერთმანეთს - 40 წლის.
დ) მტევნები ზურგსუკანაა, მაგრამ შორიშორს - 50 წლის.
ე) ძლივს მოახერხეთ მტევნების ზურგსუკან მოქცევა - 60 წლის.
ვ) ვერ ახერხებთ ზუგრსუკან ხელების მოქცევას - 70 წლის.

5. კოორდინაცია

დაგჭირდებათ დამხმარე. გაიხადეთ ფეხზე, დახუჭეთ თვალები, დადექით ერთ ფეხზე, მეორე ტერფით მიეყრდენით პირველის წვივს.. დამხმარემ დაინიშნოს დრო, რამდენ ხანს გაძლებთ.

ა) 30 წამი და მეტი - 20 წლის ხართ.
ბ) 25 წამი - 30 წლის.
გ) 20 წამი - 40 წლის.
დ) 15 წამი - 50 წლის.
ე) 10 წამი და ნაკლები - 60 წლის.
ვ) საერთოდ ვერ დგებით - 70 და ზემოთ.