ახლო ურთიერთობების განვითარების ჰოროსკოპი: ნაცნობობა შედგა. რა იქნება მომავალში?

ახლო ურთიერთობების განვითარების ჰოროსკოპი: ნაცნობობა შედგა. რა იქნება მომავალში?
ვიმედოვნებთ, რომ თქვენთვის საინტერესო იქნება იმის გაგება, რომ ახლო ურთიერთობების განვითარება პირდაპირ არის დამოკიდებული მზის განლაგებაზე იმ პერიოდში, როდესაც ნაცნობობა შედგა. მაშ ასე, ნაცნობობა შედგა, როდესაც მზე იმყოფებოდა ნიშანში:

ვერძი
თქვენი ნაცნობობა ისე სწრაფად ვითარდება, რომ აზრზე მოსვლის საშუალებაც არ გაქვთ.

საერთო დახასიათება: ნიშნის ენერგეტიკა, რომელმაც ურთიერთობებს სტარტი მისცა, ძალიან ძლიერი და იმპულსურია - თქვენი რომანი ბრძოლის ველს დაემსგავსება.
რომანის განვითარება: სიყვარულით დავბრუდახვეული, ვერც კი შეამჩნევთ, რომ ზედმეტად სწორხაზოვანი და ხანდახან უტაქტოც ხდებით, რაც პარტნიორს გააღიზიანებს. აუცილებლად უნდა იპოვოთ კომპრომისი.
სექსი: ცხელი ღამეები და არავითარი ტაბუ.
რჩევა: ეცადეთ, პრობლემები მრგვალ მაგიდასთან გადაჭრათ, ლოგინში შეგიძლიათ წარმატების დაგვირგვინება. თქვენი წყვილის ბედნიერი დღე - სამშაბათია.

კურო
ამ ნიშანთან ნაცნობობა ნელნელა სერიოზულ და სტაბილურ ურთიერთობაში გადაიზრდება. ყურადღებიანი ხართ ერთმანეთის მიმართ და ცდილობთ, პარტნიორის ძლიერი და სუსტი მხარეები შეიცნოთ.

საერთო დახასიათება: მგრძნობიარე, მაგრამ მიწასთან მიახლოვებული ურთიერთობა, რაც მას მოსაწყენს არ ხდის. ერთად ცდილობთ კომფორტსა და სიმშვიდეს მიაღწიოთ.
რომანის განვითარება: ნელი, მაგრამ მყარი ნაბიჯებით მიუახლოვდებით ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას.
სექსი: თქვენს საძინებელში სინაზე და პარტნიორის დაკმაყოფილების სურვილი სუფევს.
რჩევა: დაუმტკიცეთ პარტნიორს ერთგულება არამხოლოდ სიტყვებით, არამედ, ქმედებებითაც. თქვენი წყვილის ბედნიერი დღე - პარასკევი.

ტყუპები
თქვენი ნაცნობობა სახუმარო ფრაზით და ღიმილით იწყება, მოკლე დროში უამრავ სერიოზულ თემას განიხილავთ - გეჩვენებათ, რომ როცა ერთად ხართ, დრო სწრაფად გარბის.

საერთო დახასიათება: სიმსუბუქე და ჰაეროვნება - აი ასე გამოირჩევა თქვენი რომანი.ჩანს, თითქოს ღრმად შეისწავლით ერთმანეთს, სინამდვილეში კი ურთიერთობა ზედაპირულია.
რომანის განვითარება: სიყვარულის ილუზია მალე ქრება, რომანიც მთავრდება და ტოვებს მხოლოდ სასიამოვნო მოგონებებს.
სექსი: ხანგრძნივი პრელუდიები სათქვენო არაა. ორივეს გიყვართ ექსპერიმენტები.
რჩევა: თუ სერიოზული ურთიერთობა გაინტერესებთ, თავიდან გახდით მეგობრები და შემდეგ უკვე საყვარლები. წყვილის ბედნიერი დღე - ოთხშაბათი.

კირჩხიბი

გაცნობაც ვერ მოასწარით, რომ უკვე წარმოიდგენთ ერთად სიბერეს ბუხართან, საბანმოხვეულები.

საერთო დახასიათება: ურთიერთობები ეწყობა როგორც ოჯახური წყვილისა. ჯერ არ იცნობთ პარტნიორის მშობლებს, მაგრამ მათზე უკვე ყველაფერი იცით.
რომანის განვითარება: თქვენს შორის დიდი მიზიდულობაა, გეჩვენებათ, რომ ერთმანეთის აზრების წაკითხვა შეგიძლიათ. შესაძლოა, იპოვეთ ადამიანი, რომელთანაც თქვენს მომავალს ხედავთ.
სექსი: ფაქიზად გრძნობთ ერთმანეთის სურვილებს და ცდილობთ დააკმაყოფილოთ. ღრმა ეროტიზმი და პარტნიორის კარგად შეგრძნობა თქვენს ღამეებს განუმეორებელს ხდის.
რჩევა: გაუშვით შიში და ეჭვები, ნუ ეძებთ ურთიერთობაში წინაღობებს. წყვილის ბედნიერი დღე- ორშაბათი.

ლომი
თავბრუდამხვევი რომანი, გეჩვენებათ, რომ საოცნებო ადამიანი იპოვეთ.

საერთო დახასიათება: ძალიან რომანტიკული, ინტელექტუალურად შეფერადებული ურთიერთობა. ერთმანეთის მიმართ ერთგულება და გულწრფელობა გამოარჩევს თქვენს წყვილს.
რომანის განვითარება: თავდაპირველად მხოლოდ სიყვარულის თამაში, შემდეგ ღრმა და გულწრფელ გრძნობებში გადაიზრდება, რომელიც ბავშვის გაჩენის შემდეგ კიდევ უფრო მტკიცდება.
სექსი: დაუვუწყარი სექსი, სადაც პარტნიორები თითქოს ერთმანეთს სურვილებზე უყვებიან.
რჩევა: ნუ მოახვევთ პარტნიორს თქვენს ნებას, რომ ა დააფრთხოთ. წყვილის ბედნიერი დღე - კვირა.

ქალწული
ერთმანეთთან თავს დაცულად და თავდაჯერებულად გრძნობთ. თუმცა, ურთიერთობა მოსაწყენი გახდება, თუ პარტნიორს თავს არ მოაბეზრებთ ყოველდღიურ წვრილმანების მოყოლით.

საერთო დახასიათება: ღრუბლებში არ დაფრინავთ და კარგად ითვლით, თუ რამდენი გიჯდებათ ეს სასიყვარულო ურთიერთობა. ერთმანეთის ერთგული ხართ, არ იცით, რა არის ეჭვიანობა და საქმის გარჩევა.
რომანის განვითარება: თუ თქვენთვის ურთიერთობაში მთავარი სტაბილურობაა, არის შანსი, რომ თქვენო ოჯახი სამაგალითო გახდეს.
სექსი: ბეჭდებიც რომ გაცვალოთ, სექსს მოვალეობად აღიქვამთ.
რჩევა: ნუ დაწვრილმანდებით ყველაფერში. ბედნიერი დღე - ოთხშაბათი.

სასწორი
ერთმანეთი იმით მიიზიდეთ, რომ ერთნაირი გემოვნება გაქვთ. ურთიერთობაში ყველაფერი თანასწორობაზეა აგებული.

საერთო დახასიათება: მუდამ სიმაღლეზე გსურთ ყოფნა, მაღალი სტატუსის მქონე წვეულებებს სტუმრობთ, დაინტერესებული ხართ ხელოვნებით, თუმცა ამას ყოველთვის გულწრფელად როდი აკეთებთ.
რომანის განვითარება: ორივემ იცით კომპრომისზე წასვლა და ეს ბევრ რამეში გეხმარებათ.
სექსი: ემოციური, მგრძნობიარე ურთიერთობა. უთხარით პარტნიორს, რომ ის საუკეთესოა და ის მუდამ ეცდება, გაგაოცოთ.
რჩევა: გამოიჩინეთ ტაქტი, ნუ მოაწყობთ სკანდალებს. წყვილის ბედნიერი დღე - პარასკევი.

მორიელი
თითქოს ერთმანეთისკენ მაგნიტმა მიგიზიდათ. ურთიერთობა იდუმალებითა და ვნებათა ღელვით არის აღსავსე.

საერთო დახასიათება: ახალი დღე- ახალი თავგადასავალი. მუდამ სპექტაკლში თამაშობთ, სადაც ყველაფერია: სინაზე, ვნება, ეჭვიანობა... ეს სიყვარული დიდ ხანს დაგამახსოვრდებათ.
რომანის განვითარება: ადრე თუ გვიან, ასეთი ვნებიანი ურთიერთობა ყელში ამოგივათ და გათავისუფლება მოგინდებათ.
სექსი: გიჟური - უსაზღვრო და აკრძალვების გარეშე.
რჩევა: თუ რომანის გაგრძელება გსურთ, მოიკრიბეთ მოთმინება და იყავით მზად იმისთვის, რომ კომფორტი და სიმშვიდე არ გელოდებათ. წყვილის ბედნიერი დღე - სამშაბათი.

მშვილდოსანი
ნაცნობობა სწრაფად გადაიზრდება სასიამოვნო რომანში. დიდ კმაყოფილებას იგრძნობთ ამ ურთიერთობისგან.

საერთო დახასიათება: ორივეს გიყვართ მოგზაურობა, სწავლა და თვალსაწიერის გაფართოვება.
რომანის განვითარება: თავიდანვე უნდა განსაზღვროთ თავისუფლების ზღვარი, რომელსაც ერთმანეთს უწესებთ. სასიყვარულო სამკუთხედს იდეალური კავშირის დანგრევა შეუძლია.
სექსი: ლოგინში სულ რაღაც ახალს იგონებთ, სასიყვარულო ატრიბუტიკა მუდამ უხვად გაქვთ.
რჩევა: ხშირად მოაწყვეთ დღესასწაულები, ერთად იარეთ სტუმრად, იმოგზაურეთ. წყვილის ბედნიერი დღე - ხუთშაბათი.

თხის რქა
დიდ ხანს აკვირდებით ერთმანეთს, სანამ ურთიერთჴბას დაიწყებთ, რადგან უაზრო ფლირტზე დროის ფუჭად დაკარგვა არ გინდათ.

საერთო დახასიათება: კარგად იცით, რა გსურთ პარტნიორისგან. ალბათ უკვე გადაჭერით თანაცხოვრების უამრავი საკითხი.
რომანის განვითარება: თანდათანობით ეხსნებით ერთმანეთს და უფლებას აძლევთ ტავს ექსტრავაგანტული სქციელი ჩაიდინოთ. დარწმუნებული ხართ პარტნიორში და ყველა შანსი გაქვთ, მყარი ქორწინება გქონდეთ.
სექსი: თქვენი ღამეები აღსავსეა სინაზითა და პარტნიორის მიმართ მზრუნველობით.
რჩევა: ნუ უღალატებთ ერთმანეთჳს ინტერესებს, მიჰყევით შერჩეულ კურსს. წყვილის ბედნიერი დღე - შაბათი.

მერწყული
თქვენი რომანი მოულოდნელად და ორიგინალურად დაიწყო. ორივე თავისუფლების მოყვარულები და დამოუკიდებლები ხართ, რაც გაერთიანებთ.

საერთო დახასიათება: თქვენს წყვილში მეგობრობა პირველ ადგილზეა. მუდამ თანამოაზრეების გარემოცვაში ისვენებთ.
რომანის განვითარება: ორივეს გჩვევიათ ერთმანეთის გაიდეალება, ამიტომაც დიდი ძალისხმევაა საჭირო, პარტნიორს იმედი რომ არ გაუცრუუოთ. სანამ დაქორწინდებით, მოსინჯეთ ერთად ცხოვრება.
სექსი: ბევრი რამ, რაც გსურდათ, არარეალიზებული რჩება შებოჭილობის გამო. ეცადეთ ტაბუსგან გათავისუფლდეთ.
რჩევა: იყავით ყურადღებიანი ერთმანეთის იდეების მიმართ. წყვილის ბედნიერი დღე - შაბათი.

თევზები
თქვენ უკვე დაისახეთ იდეალური პარტნიორი და ამ ილუზორულ პარტნიორს ხვდებით. რთულია, არ მოტყუვდე გრძნობებში...

საერთო დახასიათება: ერთმანეთის უსიტყვოდ გესმით და ურთიერთობას უფრთხილდებით. თუ პარტნიორი არასწორად მოიქცა - მეორე შანსს აძლევთ.
რომანის განვითარება: თქვენი რომანი - თქვენი ილუზიაა: მოგწონთ ტანჯვა? - დაიტანჯეთ, სიყვარული გსურთ? - დაე გიყვარდეთ!
სექსი: ნუ მიაყენებთ ერთმანეთს ტკივილს ინტიმურ საკითხებში. გიყვართ ხანგრძლივი მოფერება, კოცნა.
რჩევა; პერიოდულად განმარტოვდით, პარტნიორი რომ მოგენატროთ. წყვილის ბედნიერი დღე - ხუთშაბათი.