როგორ ვკვებოთ ტვინი, ეს უნდა იცოდეთ!

როგორ ვკვებოთ ტვინი, ეს უნდა იცოდეთ!
როცა ორგანიზმს უჭირს, მაშინ თავის ტვინსაც სჭირდება დამატებითი კვება, რადგან ტვინი აგებს პასუხს ყველა ორგანოს ჯანრთელობაზე. ამიტომაც კარგი იქნება, თუ ტვინისთვის სასარგებლო ნივთიერებებსაც მივიღებთ. საკუთარი გამოცდილებით მივხვდი, რომ სულ ცოტა მცდელობაც საკმარისია იმისთვის, რომ იოლად გადავიტანოთ ამინდის მკვეთრი ცვლილება - ბევრ ადამიანს ხომ ამინდის სეზონური ცვლილებებისას უმწვავდება თითქმის ყველა ქრონიკული დაავადება. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ ზამთრის პირზე და გაზაფხულის დადგომისას. რამდენიმე წელია, ყოველ შემოდგომასა და გაზაფხულზე ვიტარებ პროფილაქტიკურ კურსს მცენარეული რეცეპტით.
ინგრედიენტები:
  • 1 ცალი მწიფე ვაშლი
  • 10 ცალი დარჩეული ნიგოზი
  • 1ჩ/კ თაფლი

მომზადების და გამოყენების წესი:
პლასტმასის სახეხზე გახეხილ ერთ ცალ ვაშლს დაუმატეთ ნახევარი ფორთოხლის წვენი, 10 ცალი დარჩეული და დანაყილი ან ხორცსაკეპში გატარებული ნიგოზი და 1ჩ/კ თაფლი. კარგად აურიეთ. მიიღეთ თითო ს/კ ნარევი დილას და საღამოს, ჭამამდე, ერთი თვის განმავლობაში.
ნარევი ძალიან გემრიელი და სასარგებლოა, შეიცავს ტვინისთვის საჭირო მიკროელემენტებს. ამ უებარი წამლის მიღება ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ.

ექიმის კომენტარი:
მკითხველის მიერ მოწოდებულ რეცეპტში შემავალი ყველა კომპონენტი მართლაც ეფექტიანი სამკურნალო თვისებებით ხასიათდება. ასეთ კომპონენტთა კომბინაცია გაამდიდრებს ორგანიზმს რკინით, იოდით, C ვიტამინით, B ჯგუფის ვიტამინებით და სხვა ბიოაქტიური ნივთიერებებით, რომელიც უზრუნველყოფენ ორგანიზმის დამცავი ძალებით გაძლიერებას და შეუნარჩუნებენ ადამიანს სტაბილურ ჯანმრთელობას.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი