ორგანიზმის გაახალგაზრდავების უძველესი ტიბეტური რეცეპტი.

ორგანიზმის გაახალგაზრდავების უძველესი ტიბეტური რეცეპტი.
იუნესკოს ექსპედიციამ ტიბეტის ერთ-ერთ მონასტერში არცთუ ისე დიდი ხნის წინათ აღმოაჩინა გაახალგაზრდავების ჰომეოპათიური საშუალების უძველესი რეცეპტი. თიხის ფირფიტებიდან, რომელიც თარიღდება 5 ათასწლეულით ჩვენს ერამდე, ეს რეცეპტი ითარგმნება და გთავაზობთ მის შინაარს.

დანიშნულება. წმინდავს ორგანიზმს ცხიმოვანი და კირქვული დანალექისაგან, მკვეთრად აუმჯობესებს საერთო ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში, ძარღვები ხდება ელასტიკური ( რაც თავიდან აცილებს სტენოკარდიას, მიოკარდის ინფარქტს, სკლეროზს, დამბლას, სხადასხვა სიმსივნის წარმოქმნას ), უმჯობესდება მხედველობა. რეცეპტის სიზუსტით შესრულებისას ორგანიზმი ახალგაზრდავდება.

მომზადების წესი:
გულმოდგნედ გარეცხეთ და გაფცქვენით 350 გრ ნიორი. წვრილად დაჭერით და გასრისეთ ჭურჭელში ხის კოვზით. ამ მასის 200 გრ აიღეთ ქვემოდან, სადაც მეტი წვენია, მოათავსეთ შუშის ჭურჭელში, დაუმატეთ მას 200 გრ 96 გრადუსიანი სპირტი. ჭურჭელს მჭიდროდ დაახურეთ და 10 დღის განმავლობაში გააჩერეთ ბნელსა და ცივ ადგილას. შემდეგ წარმოქმნილი მასა გაწურეთ მჭიდრო ქსოვილში. სამკურნალო სითხე გააჩერეთ კვლავ 2-3 დღე, რომლის შედეგაც შეიძლება დაიწყოთ მკურნალობა.


მკურნალობა:
ჭიქის მეოთხედში ჩასხმულ ცივ რძეს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ზემოხსენებული სითხისა; ყოველივე ეს მთლიანად უნდა დალიოთ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
მკურნალობის განმეორებითი კურსი ჩაიტარეთ არანაკლებ 6 წლის შემდეგ.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური