ზოდიაქოს ნიშნების შინაგანი ბრძოლა საკუთარ თავთან
ყველა ჩვენთაგანს გააჩნია შინაგანი სისუსტეები, რომლებტანაც ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა. თანაც ეს შერკინება არც თუ ისე ადვილია...
ვერძი
ვერძის ძირითადი პიროვნული პრობლემა გახლავთ ის, რომ მას ყველაფრის უცებ გაკეთება სურს. თანაც, ურთიერთობაში ძალზედ სწორხაზოვანია, რაც ხალხს აფრთხობს.
კურო
კუროს პრობლემა მისი სიჯიუტე და სიტუაციის მიხედვით მოქმედების სურვილის არქონაა. თუ მას რაიმეზე თავისი შეხედულება გააჩნია, ვერაფრით შეაცვლევინებ აზრს. ვერძი სტაბილურობისკენ იღწვის, მაგრამ ძალიან ნელა მოქმედებს.
ტყუპები
ტყუპები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან, იღებენ მხოლოდ ზედაპირულ ცოდნას, სურთ იყვნენ ყველგან ერთდროულად, ეს კი ძალზედ დამღლელია. მათ უნდა ისწავლონ პრიორიტეტების გადანაწილება, რათა ცოტა ხნით მაინც შეძლონ დასვენება.
კირჩხიბი
კირჩხიბი ძალზედ მგრძნობიარეა სხვისი კომენტარების მიმართ. წყენას საკუთარ თავში იკლავს, სხვა ყველაფერი მისთვის არსებობას წყვეტს. მისთვის ძნელია, საზოგადოებრივი აზრის დაიგნორება, თუმცა, ეს შესაძლებელია.
ლომი
ზედმეტი თავდაჯერებულობა, პრინციპში, ცუდი არ არის, და ეხმარება კიდეც რიგ სიტუაციებში ლომს, მაგრამ ეს ხანდახან ქედმაღლობაში გადაიზრდება. აი მაშინ იწყება შინაგანი ბრძოლა. ლომისთვის აუცილებელია, ხანდახან ციდან ჩამოეშვას და გააანალიზოს სიტუაცია.
ქალწული
ქალწულს ყველაზე რთული ბრძოლა ერგო წილად. ზედმიწევნითი ანალიტიკური აზროვნება მათ უამრავ პრობლემას უქმნის. იმის ნაცვლად, რომ მოეშვას, პირიქით, უღრმავდება ნებისმიერ წვრილმანს, რაც შემდგომ უძილობას და გადაღლილობას იწვევს.
სასწორი
სასწორი არასოდეს ამბობს უარს სხვის დახმარებაზე, ეს მას სჭირდება იმისთვის, რომ იგრძნოს საკუთარი მნიშვნელობა. მაგრამ ხანდახან ზედმეტები მოსდის და კარგავს კავშირს საკუთარ მოთხოვნილებებსა და სურვილებს შორის, და ზედმეტად ახვევს საკუთარ თავს გარშემომყოფებს.
მორიელი
მორიელს ხანდახან ავიწყდება ადამიანურობა. ეს მაშინ ხდება, როდესაც მწვერვალი უკვე ახლოსაა და მისი შეჩერება შეუძლებელია. ამ მომენტში მასში ბნელი ძალები იღვიძებს და დაუნდობელი ხდება. ამ თვისების დასაძლევად, მორიელს მართებს, არ დაივიწყოს ურთიერთობების სულიერ მხარეზე.
მშვილდოსანი
მშვილდოსანს თავისუფლების დაკარგვის ეშინია, ამისგან თავადაც იტანჯება და ახლობლებსაც ტანჯავს. არასოდეს ჩერდება ერთ ადგილას, სურს შეიცნოს სამყარო, ბევრს მოგზაურობს. ხანგრძლივი ურთიერთობები და პასუხისმგებლობა მისთვის არ არის.
თხის რქა
თხის რქის შინაგანი პრობლემა გახლავთ პესიმიზმი და ცხოვრებაზე ნეგატიური შეხედულება. და როდესაც შედეგი მოლოდინს არ ამართლებს, ის საკუთარ თავს შიგნიდან იღრღნის და ამით სპობს თავის დიდ პოტენციალს. თხის რქამ უნდა ისწავლოს ცხოვრების დაფასება.
მერწყული
მერწყული დარწმუნებულია, რომ პატივისცემა უნდა დაიმსახურო, და არა მიიღო წოდებასთან ერთად. ადრე თუ გვიან, ეს მისთვის პრობლემატური ხდება, რადგან ურცხვად ცდილობს ავტორიტეტის მოპოვებას. აქედან ჩნდება ადამიანების სათანადოდ დაფასების უგულებელყოფა და სხვისი მიღწევების დაუფასებლობა.
თევზები
თევზებს მართებს, ისწავლოს, არ მისცეს სხვებს მისი გამოყენების უფლება. მის სიკეთეს და ნდობას მუდამ ბოროტად იყენებენ. თევზები იოლად ისრუტავს ნეგატიურ ემოციებს, რაც ფიზიკური და სულიერი მდგომარეობის გაუარესებას იწვევს.