ლამაზი მკერდი 1 თვეში უმარტივესი პროცედურების დაცვით.

ლამაზი მკერდი 1 თვეში უმარტივესი პროცედურების დაცვით.
არ არსებობს ქალი,რომელსაც არ უნდა რომ კოხტა,ლამაზი მკერდი ჰქონდეს. აბსოლიტურად იდეალური თუ არა,იდეალურთან მიახლოებული მაინც.მაგრამ ძალიან იშვიათად თუ შეხვდებით ქალს, რომელიც რაიმე განსაკუთრებულ ზომებს იღებდეს, ან საერთოდ რამენაირად ზრუნდავდეს მკერდის გალამაზებისთვის. დიახ, თბილი წყლით დაბანა და საპნით დაბანა სულაც არ ნიშნავს მოვლას.ეს ელემენტარული ჰიგიენაა.ორმოცდაათი ქალიდან ორმოცდახუთი, ან ალბათ უფრო მეტიც არ ივლებს მკერდზე ცივ წყალს,არ აკეთებს სპეციალურ ვარჯიშებს, მასაჟს,არ ცურავს მაშინაც კი როდესაც ამის საშუალება აქვს.პირიქით, ქალთა დიდი უმრავლესობა მხოლოდ და მხოლოდ ოცნებობს რაღაც ჯადოსნურ პრეპარატზე, რომლის დახმარებითაც რამოდენიმე დღეში,მკერდმა შეიძლება მიიღოს იდეალური ფორმა. ასეთი ჯადოსნური საშუალება კი სამწუხაროდ,ჯერ-ჯერობით არ არსებობს. მაშასადამე, მონდომებისა და შრომის გარეშე ნატვრა არ აგიხდებათ.
სანამ გავეცნობით მკერდის მოვლის წესებს,გავერკვეთ მკერდის პროპორციებში.მკერდის იდეალური ზომის განსაზღვრის საფუძველს წარმოადგენს, მთლიანი ფიგურის პროპორციულობისადმი წაყენებული მოთხოვნები.ლამაზი მკერდი სიმაღლის,კომპლექციის,ფიგურის შესაბამისი უნდა იყოს, ამიტომ მისი იდეალური ზომის დადგენა ძნელია. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალისტები მაინც გვთავაზობენ თავისებურ ნორმებს, ასე მაგალითად:


ახლა რაც შეეხება მკერდის მოვლას.
ლამაზი ახალგაზრდული მკერდისშენარჩუნებას შევძლებთ თუ:
  • რეგულარულად ჩავატარებთ სპეციალურ ვარჯიშებს,
  • გამოვიყენებთ წყლის მასაჟის სიკეთეს,
  • გამოვიმუშავებთ სწორი სიარულის და ჯდომის მანერას,
  • ვიცურავებთ,რაც შეიძლება ხშირად,
  • ვკვებავთ მკერდის კანს,
  • ვატარებთ კარგად მორგებულ ლიფს.

ახლა უფრო დაწვრილებით, თითოეული ამ მითითებების შესახებ.
მკერდის ფორმის შესანარჩნუბელი ვარჯიშები უნდა ვაკეთოთ ღრმა მოცუხებულობამდე.სისტემატიურად,ეს კარგ ზემოქმედებას მ ოახდენს თქვენი ჯანრთელობის საერთო მდგიმარეობაზეც.
  1. პირველი და ძალიან ეფექტური ვარჯიში კეთდება შემდეგნაირად:
    დავგეთ კედლიდან დაახლოებით 50სმ-ის დაშორებით,ხელებით კედელს მივეყრდნოთ და გავაკეთოთ კედლიდან აზიდვა,შემდეგ ისევ დაბრუნდეთ საწყის მდგომარეობაში,კედელს შევეხოთ შუბლით, ვარჯიში გავიმეოროთ ოცჯერ.
  2. მეორე ვარჯიში:
    დაწექით პირქვე,გაჭიმეთ სხეული , ხელის მტევნები დაიწყვეთ მხრებზე.დაეყრდენით მხრებს და ნელ-ნელა აზიდეთ მკერდი ზევით.ცოტა ხანს დარჩით ამ მდგომარეობაში.დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას,ვარჯიში გაიმეორეთ თხუთმეტჯერ.

წყლის პროცედურები.
განსაკუთრებით კარგ ეფექტს იძლევა მკერდზე დილით წყლის მასჟი.
მასაჟი კეთდება შემდეგნაირად ,შხაპით ცივი წყლის ჭავლი მიმართეთ მკერდისკენ,ხელით გაიკეთეთ წრიული მოძრაობები.ეს პროცედურა ხელს უწყობს მკერდის ქსოვილებში სისხლის მიმოქცევის გააქტიურებას.საღამოს ძილის წინ ძალიან კარგია მკერდზე, ოდნავ მარილიანი წყლის წასმა.
სიარულის სწორი მანერა, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ,მკერდის ნორმალური ფორმა.იარეთ გაჭიმულმა,თავი გეჭიროთ ოდნავ უკან გადაწეული,ხერხემალი გამართეთ,მხრები უკან გადასწიეთ,მუცელი შეისუნთქეთ.მხრებში მოხრილი სიარული ხელს უწყობს მკერდის ნაადრევ დაჭკნობას.
ცურვა შესანიშნავი საშუალებაა,მთელი ორგანიზმის გასაჯანსაღებლად.ის შესანისნავად ანვითარებს მკერდის კუნთებსაც.
რაც შეეხება ლიფს,მაგალითად ძველ ეგვიპტეში ქალები მას საერთოდ არ ხმარობდნენ.ბერძენი ქალები კი თავიანთ მშვენიერ ფორმას,მჭიდროდ შემოტმასნილი სახვევით იფარავდნენ.
თანამედროვე ლიფის ფორმა ჩამოყალიბდა მეცხრამეტე საუკუნეში მის ავტორად ითვლება ფრანგი მოდელიერი ჩარლზ ფრედერიკ ვორსი.

მკერდის კანის კვება ისევე აუცილებელია,როგორც სახისა და ყელის კანის.კვირაში ერთხელ ,ბანაობის შემდეგ,მკერდის კანში,ფრთხილად შეიზილეთ დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი.რის შემდეგაც გაიკეთეთ კომპრესი, თბილი პირსახოცით.თხუთმეტი წუთის შემდეგ გადაივლეთ ცივი წყალი.
და ასევე გთავაზობთ ამ არაჩვეულებრივ რეცეპტს, რომელიც თვეში ერთხელ უნდა გაიკეთოთ.
ინგრედიენტები:
  • 2ს/კ ხაჭო
  • 1ს/კ მცენარეული ზეთი

მომზადების და გამოყენების წესი
2ს/კ ხაჭო გათქვიფეთ,ერთ კოვზ მცენარეულ ზეთში (შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა არაჟანი,ზაფხულში ხილის წვენი),მიღებული მასა თხელ ფენად წაისვით ყელზე და მკერდზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გვირილის თბილი ნახარშით.
ცხადია კარგად გვესმის,რომ ეს ყველაფერი თქვენგან გარკვეული დროისა და ენერგიის დახარჯვას საჭიროებს, მაგრამ რას იზამთ,უნდა შეეგუოთ იმ აზრს რომ უშრომელად არაფერი არ მოდის,მითუმეტეს სილამაზე.
სტატიის ავტორი: თამარ ასანიშვილი
სტატიის წყარო:ქალი სილამაზე და...