ამ რეცეპტის დახმარებით თქვენ არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავს გაიწმენდთ, ზედმეტ წონასაც დაიკლებთ!

ამ რეცეპტის დახმარებით თქვენ არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავს გაიწმენდთ, ზედმეტ წონასაც დაიკლებთ!
ამ საკვებს ნაწლავების გაწმენდის თვისება აქვს და ასევე დაგეხმარებათ წონის დაკლებაშიც. ამ დიეტის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ის დაანორმალიზებს კუჭის მჟავიანობას.
ეს კერძი შედგება ბოსტნეულისა და მწვანილისგან, რომლებიც ვიტამინებით, მინერალებით, უჯრედისით და პექტინებით არიან მდიდარი. შესაბამისად ამ დიეტის დაცვის შემთხვევაში თქვენ მოახერხებთ გაიწმინდოთ ნაწლავები და დაიკლოთ ზედმეტი კილოგრამები ერთდროულად. გარდა ამისა, ამ დაბალკალორიულ კერძს სადილზე მიირთმევენ,რაც ზედმეტი ცხიმებისგანაც დაგიცავთ.

წარმოგიდგენთ ამ ვიტამინური კერძის ინგრედიენტებს:
  1. კომბოსტო
  2. სტაფილო
  3. ჭარხალი
  4. მწვანილი
  5. ლიმონის წვენი
  6. ზეთი


მომზადების წესი:
  1. გახეხეთ კომბოსტო, ჭარხალი და სტაფილო შეფარდებით 3:1:1
  2. დაუმატეთ კამა, ნიახური ან ოხრახუში, სალათის ფოთოლი, რეჰანი... (თქვენი გემოვნებით)... გაწურეთ ბოსტნეული, რომ მათ წვენი გამოუშვან. დაუმატეთ მცირეოდენი ლიმონის წვენი, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუმატოთ ერთი კბილი ნიორიც.
  3. სასურველია დაუმატოთ ზეითუნის ან სელის ზეთი.
  4. გირჩევთ არ დაუმატოთ მარილი, მაგრამ თუკი თქვენ ვერ წამოგიდგენიათ თქვენი კერძი მარილის გემოს გარეშე უმჯობესია გამოიყენოთ სოიოს სოუსი, რომელიც მარილსაც შეიცავს და აუმჯობესებს გემოსაც. გარდა ამისა მას გემრიელი საკვები ფასეულობებიც გააჩნია და ის არ არის მავნე თქვენი ჯანმრთელობისათვის.