იდეალური მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

იდეალური მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
გაიგეთ, რომელი მამაკაცია რომანტიკული, რომელი კი ყველაზე ძლიერი და გაბედული.

ვერძი
რომანტიკული, ვნებიანი, თავდაჯერებული - მამაკაცის იდეალური განსახიერება. თუმცა, ვერძებს სჩვევიათ, ერთი და იმავე შეცდომის გამეორება.

კურო
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცი შრომისმოყვარე მეოჯახეა, ვნებიანი საყვარელი, ასევე, უბადლო მეომარი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მუდამ დაიცავს მეორე ნახევარს.

ტყუპები
ტყუპებს ნათელი გონება, იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობა და ყველას მოხიბვლის დიდი სურვილი გააჩნიათ. მათ შეუძლიათ პირველი დადებითი შთაბეჭდილების მოხდენა.

კირჩხიბი
ამ ნიშნის წარმომადგენლები ცნობილი არიან ღრმა და ფაქიზი შინაგანი სამყაროთი. ერთის მხრივ, კირჩხიბებს უყვართ ოჯახი, მეორეს მხრივ კი, ხშირად ღალატობენ.

ლომი
ლომებს ყურადღება უყვართ. მათთვის მნიშვნელოვანია, გვერდით ყავდეთ საყვარელი ქალი, რომელიც მისით აღფრთოვანებულია. არ არსებობს ლომი, რომელსაც ლიდერობა არ სურს, სწორედ ეს არის მათი წარმატების საწინდარი.

ქალწული
ნებისმიერი ცხოვრებისეული პრობლემა უმნიშვნელოდ ეჩვენებათ, რადგან მათი გამოცდილება და სიბრძნე ეხმარებათ ყველაზე რთული სიტუაციის დროსაც კი. საკუთარი თავის გამოსავლენად, ქალწულს სიყვარული და მხარდაჭერა სჭირდება. ძალიან ერთგული პარტნიორები არიან.

სასწორი
ეს მამაკაცები ტაქტიკურები და კარგად აღზრდილები არიან, გააჩნიათ პასუხისმგებლობის გრძნობა, მაგრამ მეორე ნახევრისგან მისი ძალების რწმენას ითხოვენ. ძალიან მომხიბვლელ სასწორთან არასოდეს მოიწყენთ.

მორიელი
მისტიურები და იდუმალები, რაც ძალიან იზიდავს ქალებს. გარდა იუმორის გრძნობისა და მომხიბვლელობისა, მათ ახასიათებთ კარგად განვითარებული ინტუიცია.

მშვილდოსანი
მშვილდოსანი მთელ ცხოვრებას სისტემასთან ბრძოლაში ატარებს. ის ყველაფერზე წავა, ოღონდ ყოველი დღე საინტერესო და დადებითი ემოციებით აღსავსე იყოს. მშვილდოსნები წარმოუდგენლად ძლიერი პიროვნებები არიან, მის გვერდით მყოფმა ქალმა ყოველგვარ ცხოვრებისეულ რუტინაზე უნდა დაივიწყოს.

თხის რქა
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ამ ნიშნის წარმმადგენლები სრულიად უგულოები არიან, მაგრამ ეს ასე არ არის. თხის რქები უბრალოდ არ არიან მიჩვეული, წარუჩინონ ადამიანებს თავიანთი ნამდვილი არსი. ასეთი მამაკაცები გამოდგებიან აგენტებად.

მერწყული
ამ მამაკაცებისთვის მთავარი ცხოვრებისეული პრიორიტეტი - თვითგანვითარება გახლავს. თანამედროვეები და ჭკვიანები, გააჩნიათ უცნაური იუმორის გრძნობა, მაგრამ ქალებს ქარიზმით იზიდავენ.

თევზები
თევზების ცხოვრება საიდუმლოებებითაა მოცული. ერთის მხრივ, მათ ქალების მოხიბვლაში ბადალი არ ჰყავთ, მეორეს მხრივ კი, ძალიან უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ თუ ამ პრობლემას გაუმკლავდებიან, არ იარსებებს მათზე მზრუნველი მამაკაცი დედამიწაზე.