ამ გასაოცარი ნიღბის დახმარებით ქუთუთოების შეშუპებას თვალის დახამხამებაში მოიშორებთ

ამ გასაოცარი ნიღბის დახმარებით ქუთუთოების შეშუპებას თვალის დახამხამებაში მოიშორებთ
დაბერებას თან ახლავს უამრავი გვერდითი მოვლენა, თუმცა ყველაზე დიდ დისკომფორტს, როგორც წესი, გარეგნობასთან დაკავშირებული ცვლილებები გვიქმნის. დაბერების პროცესის პარალელურად სახეზე გვიჩნდება ნაოჭები, კანი კარგავს ელასტიურობასა და სიმტკიცეს. ჩვეულებისამებრ, დაბერების პირველი ნიშნები თვალების კარშემო არსებულ კანზე იჩენს თავს.

თვალები გვიშუპდება, გვისივდება და მის გარშემო ჩნდება შავი წრეები, რაც ვიზუალურად ასაკს კიდევ უფრო გვმატებს. გარდა დაბერების პროცესისა, ეს უსიამოვნო მოვლენები შეიძლება განაპირობოს ცხოვრების არასწორმა წესმა, მავნე ჩვევებმა, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებამ და ა.შ.

რაც შეეხება ქუთუთოების შეშუპებას, ამ შემთხვევაში საქმე გაცილებით რთულადაა. ამ პრობლემის დამალვა მაკიაჟის დახმარებითაც კი პრაქტიკულად შეუძლებელია.

საბედნიეროდ, ჩვენ მოგვეპოვება ხალხური რეცეპტი, რომელიც ძალზედ ეფექტურია მოცემული პრობლემის გადასაჭრელად.

თქვენ დაგჭირდებათ:
  • 1 კვერცხის ცილა;
  • ბამბის ჩხირი;

ინსტრუქცია:

  1. პირველ რიგში, გაიწმინდეთ სახე მაკიაჟისგან.
  2. შემდეგ აიღეთ კვერცხი და განაცალკევეთ ცილა გულისგან. თქვენ მხოლოდ კვერცხის ცილა დაგჭირდებათ.
  3. ჩაალბეთ ბამბის ჩხირი ცილაში.
  4. ფრთხილად დაიმუშავეთ ქუთუთოები.
  5. დახუჭეთ თვალები იქამდე, სანამ ცილა გაშრება, შემდეგ კი ჩამოიბანეთ ის თბილი წყლით.
  6. გაიმეორეთ ეს პროცედურა რეგულარულად სასურველი შედეგის მიღებამდე.